ისტორია ვიეტნამის ომის დროს საავიაციო ბომბის ნაცვლად ჩვეულებრივი უნიტაზი გამოიყენეს, და აი რატომ 2021, 8 ოქტომბერი, 16:24 შეიძლება ხუმრობად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამერიკელებმა ბომბის ნაცვლად ჩვეულებრივი უნიტაზი მართლა გამოიყენეს. ეს მოხდა 1965 წელს, იმ დროისთვის სამხედროებს მტრის წინაღმდეგ 6 000 000 ფუნტი საბრძოლო მასალა უკვე გამოყენებული ჰქონდათ, და იმისთვის რომ ეს დღე რამენაირად აღენიშნათ, გადაწყვიტეს უნიტაზი თვითმფრინავის იმპელერზე მეთაურისგან ფარულად მიემაგრებინათ, და შემდეგ მტრის მიმართულებით ესროლათ. სანამ უჩვეულო საბრძოლო მასალა თვითმფრინავზე იყო გამოკიდებული, ვიღაცამ ამ დაუვიწყარი მომენტის აღბეჭდვა მოახერხა, რომლის შესახებაც დღემდე ლეგენდები დადის."Toilet Bomb"- ის სახელით ცნობილი, ეს უჩვეულო ჭურვი ფოტოსესიის ცენტრში მოექცა და ამ საშინელი ომის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილიც დაიმკვიდრა. როდესაც ვიეტნამის ომი დაიწყო, A-1 Skyraider- ის პროპელერიანი თვითმფრინავები ჯერ კიდევ ამერიკულ ძირითად, თავდასხმის მოიერიშე საჰაერო ხომალდებს წარმოადგენდა, რომლებიც ვიეტნამის პუნქტებზე თავდასხმებს რეგულარულად ახოციელებდა. სწორედ ერთ - ერთ მათგანს შეემთხვა საოცარი ისტორია, თუმცა არც იმდენად უცნაური, რამდენაც სასაცილო. ესკადრილის VA-25 "ფლოტის მუშტის" მეთაურის - კლარენს ჯ. სტოდარდის თვითმფრინავის პილონზე ისტორიაში ყველაზე უჩვეულო "ბომბი" მოათავსეს.
|