დრამატურგია მამაკაცური ღირსება 2021, 8 ოქტომბერი, 0:27
პერსონაჟები:
მთხრობელი: ახალგაზრდა, მაღალი სიმპატიური მამაკაცი
მთხრობელის დედა: ახალგაზრდა ქალი
მთხრობელის მამა: ახალგაზრდა მამაკაცი მედდა: საშუალო ასაკს გადაცილებული ქალი 1 ექიმი: საშუალო ასაკს გადაცილებული მამაკაცი 2 ექიმი: საშუალო ასაკს გადაცილებული მამაკაცი ჭკვიანი ექიმი: ახალგაზრდა ბიჭი ლუარა დეიდა: მსუქანი ქალი. ლუარა დეიდა 2: ასევე მსუქანი მამალი ქალი მთხრობელი ბავშვობაში: მუწუკებიანი გრძელთმიანი ბიჭი მთხრობელის ძმაკაცი: მთხრობელზე ბევრად დაბალი სიმპატიური ბიჭი ანგელოზი: ქერათმიანი მაღალი გოგონა (შესაძლოა მთხრობელზე მაღალიც) /ყველაფერი რასაც მთხრობელი ყვება მის უკან, ფონზე ფრაგმენტებად ვითარდება/ /სცენა მინიმალისტურია, ფონზე მხოლოდ რკინის საწოლი დგას მასზე ქალი მშობიარობს, ექიმები თავს დასტრიალებენ. ქმარი ამხნევებს. ისმის შეძახილი:/ მედდა: გოგოააა გოგოააააააა.... /კადრი პაუზდება და სცენაზე მთხრობელი გამოდის, ყმაწვილი კაცი, ხელები ისე უჭირავს თითქოს ბავშვს აძინებდეს/ -ეს იყო პირველი იმედგაცრუება, რომელიც მე გამოვიწვიე./იღიმის. ჩუმდება და უკანა კადრი ისევ ცოცხლდება/ მედდა: ააააააააააააააა /კივის და ბავშვი ხელიდან უვარდება/ ავადმყოფია. ანდროგინია. საშო არააქვს... პენისიც არააქვს.... /ისტერიკა/ მთხრობელი: ჰოოომმმ.... ესეც ასეეე.... ჩემი დაბადება ისეთივე უცნაური იყო, როგორც მთელი ჩემი მომავალი ცხოვრება. იმედგაცრუება ვიყავი როგორც ექიმებისა და მედდებისთვის, ისე ჩემი მშობლებისთვისაც. დედას გოგო უნდოდა ჰყოლოდა, და მედდის პირველმა ხავილმა გოგოაო ძლიერ გაახარა. თუმცა, ბევრი ჟივილ ხივილისა და აურზაურის შემდეგ, როგორც ხედავთ, აღმოჩნდა რომ ბიჭი ვარ. /იცინის/ თუმცა, ვერ ვიტყვი რომ მამაჩემი დიდად გაახარა ჩემმა სქესმა. რადგან როგორც მოგეხსენებათ ქართულ, ჯიგრულ ვაჟკაცურ ამბებში მამაკაცურობის ინდექსი სასქესო ორგანოს სიგრძით იზომება. ჩემი კი საერთოდ არ ჩანდა. (თუმცა ზომას არ ვუჩივი) /მაყურებელს ეშმაკურად თვალს უკრავს/ მოკლედ რომ ვთქვა, უცნაური სხეულის პატრონი ვარ. უცნაური სხეულის რააა... სხეულის ნაწილის... ჩემი „შინაური ცხოველი“ არ ჩანს! ნუ გეცინებათ, ნურც გიკვირთ მე თვითონაც აზრზე არ ვარ რატომ ან როგორ... უბრალოდ ეგეთი დავიბადე რა, უჩინარი პენისით. რა მოხდა მერე, ოცდამეერთე საუკუნეა, ჯერ სად ხართ ყველაფერი წინაა?! /იცინის/ მას შემდეგ რაც იმ მედდას ხელიდან გავუვარდი და მონაზვნად აღიკვეცა, ბევრი ექიმის ხელში გავიარე. ზოგი რას ბჟუტურებდა ზოგი რას. საბოლოოდ, ერთმა ჭკვიანმა კაცმა დაასკვნა რომ არ ვიყავი არც ჰერმაფროდიტი, არც ანდროგინი და არც სატანის მოციქული. მხოლოდ ის მიხვდა რომ ბიჭი ვიყავი უჩინარი პენისით. (ვინ იცის რამდენი მედდა ეთამაშებოდა ჩემს უხილავ ფალოსს ისე რომ არც იცოდნენ) /იცინის/ როდესაც დედაჩემმა დარდითა და გოდებით გული იჯერა, მამაჩემი კი ბედს შეეგუა, ყველაფერი დალაგდასავით. მე იმ პერიოდში დიდი სტრესი არ განმიცდია, რადგან პატარა ვიყავი და მხოლოდ ძუძუ და თამაში მინდოდა და მანაღვლებდა (პრინციპში ბევრი მერეც არაფერი შეცვლილა) /იცინის/ ჩემი უჩინარი პენისი მხოლოდ მაშინ გახდა პრობლემა როდესაც გარდატეხის ასაკში შევაბიჯე. ალბათ, ყველა ბიჭი დამეთანხმება, რომ ერთხელ მაინც გაუზომავს საკუთარი შინაური ცხოველი, დაუტოლებია ძმაკაცისთვის, სკოლის საპირფარეშოში, შეუჯიბრებია ბორცვიდან შორს გადაფსმაში და ა.შ. ჩემს შემთხვევაში ეს ცოტა რთული პროცესი იყო. ტრუსის ჩახდა და სიცილ ხორხოცი ერთი იყო ხოლმე... ვერ ვიტყვი რომ ეს ფაქტი დიდად მსტრესავდა, დედაჩემის ოხვრა-გოდება „მოგიკვდეს შენი უბედური დედა“ და მსგავსი ტექსტები იმუნიტეტს მიმუშავებდა სახლს გარეთ მაინც მეხალისა იმ ფაქტზე, რომ „ჩემი ბიჭი“ არ ჩანდა. ადრეულ ასაკში ამის გამო რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე. ბიჭები ხშირად მეკითხებოდნენ რატომ არ მქონდა „ის“? ვიყავი თუ არა გოგო? ვფსამდი თუ არა ტრაკიდან? და კიდევ ვინ მოთვლის რამდენ სისულელეს... /იცინის/ ოუუ, ერთი კარგი ისტორია გამახსენდა გოგოობაზე... /ეშმაკური ჩაღიმება/ ახალი სკოლა. ახალი ადგილი. და.... ისევ ყველაფერი თავიდან იწყება... მოკლედ, ერთ მშვენიერ მზიან დღეს, სკოლის საპირფარეშოში ბიჭები თავიანთ ავლადიდებას იქნევდნენ და ატოლებდნენ ერთმანეთს, შევედი, ჩავიხადე ვშარდავ ჩემთვის არხეინად და უცებ ვიღაც გაჰკივის „ფუუუუუ გოგოაააააა“ „არ აბიაააა“ „გოგოა და ბიჭივით ფსამს!“ „უეჭველი პიდარასტია, ვცემოთ“ და მსგავსი ამაზრზენი ტექსტები /თვალებს გადაატრიალებს/ ყველა მე მომჩერებოდა. დავუძახე ალიაქოთის ამტეხს, გოგოსავით გავენაზე და ვკითხე. -გინდა ხელი მოგაკიდებინო? რა თქმა უნდა დამთანხმდა. იქ რაც მოხდა გაგაოცებთ... რასაც ელოდებოდა, ის ნამდვილად არ დახვდა. მამისათვის მოპარულ ჟურნალ გაზეთებსა და პორნო ფილმებში სულ სხვანაირი ქალის სასქესო ორგანოები ეხატა. ჩემი კი მისას ჰგავდა, მაგრამ არ ჩანდა. ჯერ ლოყები აუწითლდა, მერე კი სულ დაკარგა ფერი. მე კი ყურებამდე გავიკრიჭე. მერე ყველას მოვუყევი ვაჟკაცური, ბოხი ხმით ჩემი შეთხზული მშვენიერი ისტორია, რომ კაცი ვიყავი მაგრამ ბავშვობაში, სოფელში, ძმა-ბიჭების მოტყუებით, უღრან ტყეში მცხოვრები ჯადოქრის ქოხში შევიპარე. ის ალქაჯი რაღაც სითხეს ხარშავდა დიდ ქვაბში, (რომელზეც მითხრეს რომ სიმაღლეში ზრდიდა) მე ჩემი სასქესო ორგანო მისი გაზრდის მიზნით შიგ ჩავყავი და გაქრა... თურმე ის ალქაჯი უჩინმაჩინის სითხეს არ ამზადებდაა? წარმოგიდგენიათ? კიდევ კარგი სიმაღლეში გაზრდა არ მინდოდა და ტანზე არ გადავისხი.... რა თქმა უნდა, ყველა გაფართოებული თვალებით მისმენდა და სჯეროდათ ჩემი ექსპრომტად შეთხზული ისტორიის. მეთანხმებოდნენ იმაშიც რომ კიდევ კარგი არ ვიბანავე იმ სითხეში. მე გმირი გავხდი. ის აყალმაყალის ამტეხი „წერტილა“ კი - პიდარასტი. იქვე დამთავრდა მისი ყველა „ბლატავი“. სკოლის ყველა ბიჭმა გაიგო ჩემი შინაური ცხოველისა და იმ ბიჭის ხელის ჩამორთმევის ამბავი. და რა საკვირველია ჩემი შეთხზული მშვენიერი ზღაპარიც. მოკლედ, მაგარი ტიპი გავხდი და სკოლაც აღარასოდეს შემიცვლია. /მთხრობელი უკუღმა შემობრუნებულ სკამზე ზის, მის უკან კი ფონზე ვითარდება მოვლენები/ თავიდან გითხარით, რომ ბავშვობაში, სულ ფეხებზე მეკიდა ჩემი უჩინარი ფალოსი, ცოტა მოგატყუეთ, მთლად ასეც არ ყოფილა. ბაღში ბევრჯერ მიტირია იმის გამო რომ „სხვანაირი“ მქონდა, უფრო მეტიც, ყველანაირად ვცდილობდი „გამომეჩინა“. /იცინის/ ხან პასტელებით ვაფერადებდი ხოლმე, ხანაც ფლომასტრებით. ერთხელ, მახსოვს, სადარბაზოს კედლებს ღებავდნენ მწვანედ. მივეპარე თავ ახდილ ქილას და... /სახეს ღრეჯს/ ჰო... ავიღე და შიგ ჩავყავი. როგორ გამაცალეს საღებავი კანიდან არ მახსოვს. მაგრამ მახსოვს როგორ მაგრადაც მტკიოდა. თუმცა, ცოტა ხნით მწვანე მქონდა. /იცინის/ ისე, ბავშვობაში /თითით სასქესო ორგანოზე მიანიშნებს/ ამას როგორც ვექცეოდი, მიკვირს რომ აქამდე არ დამაღალატა, ისიც მიკვირს საერთოდ როგორ ფუნქციონირებს? ალბათ, იმუნიტეტი გამოიმუშავა, თორემ სხვას ჩემს ადგილზე დიდი ხნის წინ მოსძვრებოდა, ან მინიმუმ ქამარზე ჩამოკიდებული კათეტერით ივლიდა /იცინის, თან სცენაზე დააბიჯებს ისე თითქოს თავად ჰქონდეს ჩამოკიდებული/ ბავშვობაში ვაწვალებდი-მეთქი, რომ გითხარით ცოტა ეგეც მოგატყუეთ, დიდობაშიც არ ვაკლებდი /იცინის/ პირველად, როდესაც ბიჭებმა მშობლების მოცემული ბუფეტის ფულები შევკარით და „ბოზებში წავედით“, ალბათ რთული მისახვედრი არაა, რომ რაც იქ მოხდა ეგეც გაგაოცებთ. 14 წლის ვარ, ლუარა დეიდამ შემიყვანა ოთახში, კართან ჩემი ძმაკაცი დააყენა და გააფრთხილა „წადი შორს წადი“ ემღერა თუ თავისი ქმარი გამოჩნდებოდა ჰორიზონტზე. ცოტა მერიდებოდა, მაგრამ ზანტად ლოყებაწითლებულმა დავიწყე ნელ-ნელა გახდა. გავიხედე და ლუარა უკვე შიშველი წევს ლოგინზე და ხრინწიანი ხმით მეკითხება „განდონები“ თუ წამოვიღე. ვიგრძენი როგორ დავკარგე ფერი და შემეკრა სუნთქვაც. როგორც ჩანს მიხვდა რომ დამავიწყდა და მანიშნა რომ არაუშავდა, საწოლის ქვეშ შეყრილ ფეხსაცმელებში ჩაიქექა და ბრჭყვიალა პაკეტში გახვეული რაღაც გადმომიგდო. ავიღე მაგრამ გავშეშდი. არ ვიცოდი როგორ მეთქვა მისთვის რომ არ შეშინებოდა იმის რისი დანახვაც ცოტა ხანში მოუწევდა. როგორც ჩანს მან იფიქრა, რომ კონდომის გამოყენება არ ვიცოდი და დახმარება შემომთავაზა. საცვალი რომ ჩავიხადე, იკივლა და სრულიად შიშველი გავარდა იტალიური სტილის სახლის ეზოში. მე და ჩემი ძმაკაცი კი „მოვიქესტეთ“ იქიდან, მაგრამ ლუარა დეიდა საგიჟეთში წაიყვანეს. გაუმართლა. ჩვენს დროში ციხეში წაიყვანდნენ პედოფილიის ბრალდებით. /იცინის/ მწარე, შეუმდგარი პირველი სექსუალური გამოცდილების და არ შემდგარი აქტის შემდეგ, ჭკუა ვიხმარე და მომდევნო მცდელობა „დავაჟკაცებისა“ ბებიაჩემის ასაკის ქალთან წარმატებით დასრულდა. მე და ჩემმა ძმაკაცმა მაღაზიიდან ბევრი კონდომი მოვიპარეთ. სხვადასხვა ზომისა და არომატების. ოთახში ჩავიკეტეთ და გავწელ-გამოვწელეთ მივიმაგრ-მოვიმაგრეთ. ისეთი კარგი სუნი ჰქონდათ შეჭმა გვინდებოდა. ხილის ტორტის არომატი დაჰკრავდათ. მოკლედ, ვიღაც ბებერი კახპის დაუხმარებლად ჩვენი ბიჭების შემოსვა უკვე დავამუღამეთ. სახლიდანვე გავემზადეთ, ჩამოვიცვით და წავედით. მართალია, ლუარა დეიდა ორმა მაგრად დაგვცინა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მომჭკნარი ძუძუები. ჩამოწელილი კანი. ობელიქსური ღიპი... მოკლედ, ბიჭები დამეთანხმებით, რომ ყველაფერი იდეალური იყო 14 წლის მამრის დასავაჟკაცებლად. ამ დღის მერე ვიცოდი რომ ქალებთან წინასწარ მიმაგრებული კონდომით მისვლა მათი კივილისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება იყო. რამდენიმე წელი გაამართლა. იმ დღემდე... /იცინის/ მაშინ უკვე გემოვნება დახვეწილი მქონდა და უფრო გლუვი სხეულის ფორმები მომწონდა. ალბათ, ასე 17-18 წლის ვიქნებოდი თანატოლ გოგონას რომ დავადგი თვალი. ისიც არ იყო წინააღმდეგი. როცა მშობლები შინ არ იყვნენ „მაგარი ვისკის“ დასალევად მიმიპატიჟა. იმ პერიოდში, ჯიბით ყოველთვის მთლიანი კოლოფი პრეზერვატივი დამქონდა და ჩემი ბიჭიც სულ „ჩაცმული“ იყო ყოველი შემთხვევისთვის (ხომ გითხარით ყოველთვის მაგრად ვტანჯაბდი) როდესაც დავლიეთ, ვიცეკვეთ და მისი მშობლების ლოგინში ვიმაიმუნეთ, შიშვლები სამზარეულოში „პერეკურზე“ გავედით. უცებ, ჩემდა საუბედუროდ, გოგომ ჩემი ბიჭის რეზინის ქურქს სიგარეტგაჩრილი ხელი წაავლო და გააშიშვლა. უნდოდა ეთქვა „ეს რაღად გინდაო“ და სიტყვა პირზე შეახმა. ჯერ გაშრა და მერე ლუარა დეიდასავით აკივლდა. ჩემი ტანსაცმელი აივნიდან გადაყარა და სააბაზანოში ჩაიკეტა, თან კიოდა წაეთრიეო. რა უნდა მექნა, შემოვიცვი მისი წითელი, ყვავილებიანი სექსუალური აბრეშუმის ხალათი და გამოვიქეცი. მეგონა ტანსაცმელს ეზოში ავკრეფდი მაგრამ მიწამდე მხოლოდ ჩემმა ცალმა წინდამ ჩააღწია. სხვა ყველაფერი მეზობლების აივნებსა და მოშენებებზე გაიფანტა. თქვენ რა რეაქცია გექნებოდათ ძმაკაცი ყვავილებიან თხელ აბრეშუმის ხალათში გამოწყობილი რომ მოგდგომოდათ კარზე? /იცინის/ ჰო, ჩემს ძმაკაცსაც ეგ რეაქცია ჰქონდა და მთელი ცხოვრებაა მაგ ამბავს მახსენებს. /იბღინძება/ არ ვიცი ის გოგო მოხვდა თუ არა საგიჟეთში ლუარა დეიდასავით, რადგან აღარასდროს მინახავს, მაგრამ კარგი გამოცდილება კი მივიღე. მივხვდი, რომ ჩემი ბიჭის მუდმივი შემოსვა კარგი აზრი არ იყო. გაფერადების მსგავსად. კომფორტული რომ არ იქნებოდა და სულ რომ იჩაჩებოდა, ყველა მოშარდვის მერე ახლის გამოწელვა რომ მიწევდა ეს ერთი საკითხი იყო. მაგრამ უარესი და უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ დაზღვეული მაინც არ ვიყავი მორიგი მსგავი ისტერიკისგან. ამიტომ ახალი სტრატეგია შევიმუშავე. ლამაზ გოგონებთან სანაძლეოს ვდებდი ხოლმე. „თუ ჩემი პენისი უჩინარი იქნებოდა, ისინი მთელ ღამეს ჩემს საწოლში გაატარებდნენ...“ ამან გაამართლა, უფრო მეტიც გოგოებმა ჭორაობა დაიწყეს და უკვე ყველას აინტერესებდა როგორი იყო უჩინარი ფალოსი. ზოგი ისტორიას ეჭვის თვალით უყურებდა, ზოგი სკეპტიკურად, ზოგი მისტიკურად და ზოგი კიდევ.... რა ვიცი რას გაუგებ ქალის ფიქრებს... მოკლედ ისე მოხდა რომ უკვე არჩევა დავიწყე მკერდის ზომით და სახის მოყვანილობით, თმის ფერით და ცხვირის ფორმით. გემოვნებით ჩაცმულებს და „არაგოიმებს“ ვირჩევდი. ასე გავხდი მექალთანე. პატარა ჩართვას გავაკეთებ, ალბათ, ყველა ბიჭი დამეთანხმება, რომ არც ისე სასიამოვნო მომენტია, როდესაც პლაჟზე ან აუზზე ჩვენი შინაური ცხოველის „სიამის ტყუპისცალი“ ძმა-ბიჭები საცვალიდან ურჩად გადმოხტებიან ხოლმე და დასაცინი ან თითით საჩვენებელნი ხდებიან. ჰოო, მე და ჩემს ბიჭს ეგეთები არასოდეს მოგვსვლია, - „უჩინარი ფალოსის დადებითი მხარის ქრონიკებიდან“. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პენისი უჩინარი იყო, არ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ჩემი სპერმა უვარგისი იქნებოდა, ამიტომ გოგონებთან ყოველთვის ვიცავდი თავს. რა მებავშვებოდა? ხოოო.... მაგრამ... „რაც გეზარებოდეს ის გეძალებოდესო, “ „ შარო საიდან მოდიხარო“ და ეგეთები. ერთ მშვენიერ საღამოს, ძმაკაცებთან ერთად ბარში ვსვამდი, როდესაც „ანგელოზი“ დავინახე. მისი შარავანდედის სიკაშკაშემ თვალები დამიბრმავა, მისი თეთრი ფრთის ბუმბულის შრიალი სახეზე მომელამუნა, სურნელმა კი მომენტალურად შემშალა... ეს ისე, რომანტიკულად, სინამდვილეში კი უბრალოდ მომცელა და ერთი ნახვით შემიყვარდა. როგორც ყველა მექალთანე, სატრფომ „მაგრად დამაპაშოლა“. ვიფიქრე, მაგისნაირებს 5ს ჩავიწვენ ერთად ლოგინში-მეთქი და გავიბღინძე... ვიფიქრე რაა... ცოტა ხმამაღლა ვიფიქრე... არცისე ცოტა... პირში ვუთხარი და რაც იქ მოხხდა გაგაოცებთ. მარტინი, თანაც ბიანკო, სავსე ჭიქა, ჯერ კიდევ „მოუყლუპავი“, თავის ზეთისხილიანად დამაცალა თავზე და წავიდა. თმაში გახლართული ზეთის ხილი ჩხირიანად გამოვიძრე და შევჭამე, თან თვალი გავაყოლე და გავიფიქრე რომ ვგიჟდებოდი ამ ქალზე. ნებისმიერი სხვა გოგოს მხრიდან ჩემი ასეთი დამცირება ხალხმრავალ ბარში მისდამი ზიზღს თუ არა ყოველგვარი ინტერესის დაკარგვას მაინც გამოიწვევდა. მე კი სულელივით, გაბადრული სახით ვიდექი გალუმპული, მივირთმევდი ჩემსავე თმაში აზელილ ზეთისხილს და გავყურებდი გაბრაზებული ბაკაბუკით მიმავალი იდეალური ქალის მოხდენილ ნაბიჯებს. ო, როგორ შემიყვარდაააა./ფიქრებში გაერთობა, მერე უცებ მაყურებელს მოუბრუნდება/ აჰჰჰ, ნუ თანამიგრძნობთ, ახლა ჩემი ცოლია და ისევ ისე მიყვარს როგორც იმ დღეს! და ჩვენ შვილიც გვყავს... ჰოოო, ალბათ ვერ შეამჩნიეთ... არ მიკვირს... ნუთუ იფიქრეთ, რომ ეს ხელები, მთელი ეს დრო იმიტომ მეკავა ასე, რომ „კუნთებს გიმარიაჟებდით?“ შეცდით! მე უბრალოდ ბავშვს ვაძინებდი და ვუყვებოდი ისტორიას, იმის შესახებ, რომ არცისე ცუდია, როცა უჩინარი ხარ... გაიცანით, ეს სტელაა, ჩემი და ანგელოზის უჩინარი ქალიშვილი... /ბავშვის ტირილის ხმა ირთვება./ -აუ კარგი რაააა... ძლივს დავაძინე... /ამბობს მთხრობელი და იმედგაცრუებული გადის სცენიდან/ /ფარდა/ 101 1-ს მოსწონს
|