სხვა რატომ ვერ ელევიან მურსის ტომში ტუჩზე ფირფიტას დღემდე? - მიზეზი გაგაოცებთ 2021, 6 ოქტომბერი, 18:33 აფრიკულ ტომებს სილამაზეზე განსხვავებული წარმოდგენები აქვთ. ამაზე მეტყველებს თუნდაც გრძელი კისერი, რომელიც ბავშვობიდანვე ყელზე შემოხვეული რგოლების შედეგია. გარდა ამისა, საყურადღებოა მრგვალი, ფირფიტებიანი ტუჩები. ესაა მურსის (მუნის) ტომის ქალების რადიკალური "სილამაზის" გამოხატულება. ტომი ცხოვრობს ეთიოპიის სამხრეთ-დასავლეთით. 15-18 წლის ასაკში გოგონებს აჭრიან ქვედა ტუჩს, ჯერ ჯოხს ამაგრებენ მასზე და მერე მრგვალ ფირფიტას. დროთა განმავლობაში მას ცვლიან უფრო დიდი ფირფიტით, სანამ არ გახდება საკმაოდ შთამბეჭდავი, აშკარად გამოხატული დიდი ზომის. ზოგიერთი ქალის შემთხვევაში ტუჩის ფირფიტამ (დისკმა) შეიძლება, 12-15 სმ.-ს მიაღწიოს. რაც უფრო დიდია ფირფიტა, მით მაღალია მურსის ტომის ქალის სოციალური სტატუსი. ამიტომაც თუ ასეთ "სილამაზეზე" გსურთ ქორწინება, დიდძალი გამოსასყიდიც მოამზადეთ. მეორე მხრივ, ფირფიტის სიდიდე ქალის ასაკის ნიშნადაც მიიჩნევა, რაც უფრო ხანდაზმულია ქალი, მით დიდია მისი ტუჩის ფირფიტა. მურსის ტომში ფირფიტებით გატაცებას ხსნიან იმით, რომ ამ ატრიბუტს შეუძლია ავის სულებისაგან დაცვა, რომლებიც, მათი რწმენით, სწორედ პირის ღრუდან აღწევენ ადამიანის სხეულში. ამასთანავე, არცერთი მამაკაცი არ ატარებს ტუჩის ფირფიტას, თითქოს ეშმაკი მხოლოდ ქალებს ჰყავდეს ჩასაფრებული. აქედან ლოგიკურად უნდა დავასკვნათ, რომ ტუჩის ფირფიტების ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ იმისათვის, რათა ამ გზით მურსის ტომის მამაკაცებმა დაიცვან თავი სიყვარულში სხვა ტომის მეტოქეებისაგან. ისინი შეგნებულად ამახინჯებენ ქალებს. აბა, სხვას ვის მოუნდება ასეთი "სილამაზის" ხელყოფა?!
დღემდე ტუჩის ფირფიტის ტრადიცია აქტუალურია მურსის ტომში, მიუხედავად იმისა, რომ დისკები უმოწყალოდ აჭერენ ქვედა კბილებს. გამოსავალი ნახეს არა ამ ტრადიციის გაუქმებაში, არამედ კბილების თავიდანვე ამოღებაში. მურსის ქალებს ტუჩებზე ფირფიტით კბილები ამოღებული აქვთ. ერთადერთი ნუგეში, შვება ისაა, რომ მათ შეუძლიათ, ფირფიტა დროებით ამოიღონ ტუჩიდან ჭამისას, ან ძილისას. 706 შეფასება არ არის
|