x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მინდა გავიგო მიზეზი რამ მომიკლა მეუღლე!!!
image

"ვერ ვისვენებ და ვერც ვერავინ დამეხმარება, მაგრამ მაინც ვწერ!
უბრალოდ მინდა გავიგო მიზეზი რამ მომიკლა მეუღლე!!!
1. რაც ძალიან მაღელვებს, კლინიკაში შეყვანიდან 11 დღის შემდეგ, (28 ივლისს შევიყვანეთ) უხაროდა გამოკეთებისაკენ მივდივარო, ოღონდ ჯერ ისევ ჟანგბადი ეკეთა, სატურაცია გამოსწორებული ქონდა, 12 აგვისტოს კლინიკაში ითიშება დენი, ითიშება ჟანგბადი, გაუმართავია გენერატორზე გადართვის სისტემა, უჟანგბადოდ დარჩა ჩემი მეუღლე და მეორე დღეს მეუბნევა სუნთქვა გამიჭირდა დენი სანამ მოვიდა და წადი სასწრაფოდ ჟანგბადის ბალონი მიყიდეო, დღეს ვერც კი ავდექი დილით თავბრუ მეხვევა და საპირფარეშომდეც ვერ მივდივარო, თორემ მეორედაც რომ გაითიშოს არ ვიცი ცოცხალი ვიქნები, თუ არაო! რა თქმა უნდა გავიქეცით და ვუყიდეთ!
თუ ამ პერიოდში დამძიმდა რატომ ინტენსიურში არ გადაიყვანეს??, თუ დანარჩენ დღეებში ხდებოდა იმ კვალის წაშლა, რაც უჟანგბადობამ გამოიწვია, სავარაუდოდ ტვინის შეშუპება წავიდა, რამდენ ხანს იყო გათიშული დენი კაციშვილმა არ იცის!
2. მაღელვებს ასევე 20 მდე 12-ის მერე არაფერი არ ხდებოდა არაფერი იცვლებოდა და 20ში საუბრის დროს მითხრა რომ რაღაც ახალ წამალს მისხავენ 8 საათიანს და 4 საათი გასულია ხვალ უკეთესად ვიქნებიო, წამლის სახელი ვკითხე და არ აწერიაო არაფერი, სატურაცია კი ცოტა გამიფუჭდაო და სწორედ მაშინ როცა გადასხმა მთავრდება, საათნახევარში წამომხტარა და მიშველეთ ვიგუდებიო დაუყვირია!
დღესაც არ ვიცი რა გადაესხა, და რა რეაქციის გამო მოხდა მისი ასე მძიმე ფორმით დამძიმება! რეანიმაციულზე არაფერს არ ვიზახი, მანამდე რა მოხდა?!!
მაქვს თუ არა უფლება ამ კითხვებზე მივიღო პასუხი, სამჯერ გამოვითხოვე ავადმყოფობის ისტორია და არ არის 12სა და 13-ის დღეები და არ არის 20, უფრო სწოედ 20-ის არის მაგრამ გადასხმა არსად არ წერია! ძალიან ვწუხვარ, რომ ამ გაუცემელი კითხვებით მომიწევს ცხოვრების გაგრძელება და სამწუხაროდ სიმართლეც რომ გავიგო ჩემს მეუღლეს არაფერი აღარ ეშველება, მისი გარდაცვალება ვიღაცისთვის სტატისტიკის ნაწილი აღმოჩნდა, ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისათვის წართმეული, უდიდესი სითბოთი გამჯდარი სიყვარული და წართმეული იმედი!" - წერს გარდაცვლილის მეუღლე ნონა მარკოზაშვილი-კრიჭაშვილი.

0
232
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0