განათლება აშშ-ში პროფესორს მოთხოვეს შავკანიანებზე გამარტივებული გამოცდების ჩაბარება,მან უარი თქვა,რის გამოც სამსახურიდან დაითხოვეს 2021, 5 ოქტომბერი, 10:25 ![]() გორდონ კლაინი ასწავლიდა ფინანსურ ანალიზს და სამართალს ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში.(UCLA) შარშან, ჩათვლითი გამოცდების წინა დღეს, მან მიიღო ელექტრონული წერილი ერთ -ერთი სტუდენტისგან. შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ პროფესორმა უნდა გამოიჩინოს ლმობიერება შავკანიან სტუდენტებზე, რომლებსაც გაუჭირდათ სწავლა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებისა და BLM– ის მასობრივი პროტესტის შემდეგ. კერძოდ - ნება დართოს მათ ჩააბარონ ეგრეთ წოდებული "უვნებელი" გამოცდა. კლეინი გაოგნებული დარჩა ასეთი წინადადებით და საკმაოდ ღვარძლიანი პასუხი დაუბრუნდა სტუდენტს: ”თუ სტუდენტი შერეული წარმოშობისაა, მაგალითად, ნახევრად შავკანიანი, ნახევრად აზიელი? მასთან რა ვქნა? ან თუ სტუდენტი არის თეთრკანიანი, თან წარმოშობით მინეაპოლისიდან (ფლოიდი იქიდან იყო და იქვე დაიღუპა-ავტ.) ვფიქრობ, ასეთი ადამიანების სულშიც უსამართლობის გრძნობა დაისადგურებს “. ![]() მან შეიტანა საჩივარი და დაიწყო ხანგრძლივი საქმის გარჩევა. სამი კვირა დასჭირდა უნივერსიტეტს, რომ დაედგინა:კლეინს არ დაურღვევია რაიმე წესი და არც რაიმე რასისტული კომენტარი გაუკეთებია. იმისდა მიუხედავად, რომ კლეინის მიმართ გამოიჩინეს გულმოწყალება და მისცეს საშუალება დაბრუნებულიყო აუდიტორიაში, ის აპირებს უჩივლოს უნივერსიტეტს. საუბარია შელახულ რეპუტაციის აღდგენაზე. ![]() სარჩელში ნათქვამია, რომ ინციდენტმა სერიოზულად შეარყია მამაკაცის ჯანმრთელობა. მას მოუწია თერაპევტთან, გასტროენტეროლოგთან და ფსიქიატრთან ვიზიტი. 294 4-ს მოსწონს
|