x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115347
  • ვიდეო:352802
  • სურათი:489319
საფრანგეთში 3 000-ზე მეტი სასულიერო პირი პედოფილი აღმოჩნდა
image

10 ათასზე მეტი არასრულწლოვანი გახდა დანაშაულის მსხვერპლი.


საფრანგეთის დამოუკიდებელი კომისიის კვლევის თანახმად, ეკლესიებში 3000 -ზე მეტი კათოლიკე სასულიერო პირი პედოფილიით არის დაკავებული. საერთო ჯამში, 10 ათასზე მეტი ბავშვი და მოზარდი გახდა "წმინდა მამების"მხრიდან სექსუალური დანაშაულის მსხვერპლი.


კომისია ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აგროვებდა მონაცემებს ეკლესიაში არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შესახებ.შედეგები გასაოცარია.1950 წლიდან მოყოლებული დღემდე საფრანგეთის ეკლესიებში 2, 900 დან 3200-მდე პედოფილი სასულიერო პირი მაინც მოღვაწოებს ან მოღვაწეობდა. კომისიის წევრებს წვდომა ჰქონდათ სასამართლოს და პოლიციის არქივებთან, ასევე გააჩნიათ მოწმეთა ჩვენებები. კვლევის სრული ანგარიში შეიცავს დაახლოებით 2, 5 ათას გვერდს და გამოქვეყნდება რამდენიმე დღეში.



კომისიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პედოფილებისა და მათი მსხვერპლის რაოდენობა დიდი ალბათობით რეალურზე უფრო დაბალია, იუწყება France24.


ასე მაგალითად 2019 საფრანგეთში, 19 წლის ბიჭმა მოზარდმა მოკლა მღვდელი შურისძიების მიზნით.

მამა როჯერ მატასოლი სამსახურიდან დაითხოვეს ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით. მან მინიმუმ ოთხ ბიჭზე იძალადა. სოფელ აგნცეს მაცხოვრებლები, ჩრდილოეთ საფრანგეთში, ამბობენ, რომ 19 წლის ბიჭი პატარაობისას ყოველკვირეულად დადიოდა მღვდლის სახლში.


ალექსანდრე ვ. თავს დაესხა 91 წლის მღვდელს საკუთარ სახლში. მან მატასოლის კისერში ჯვარი ჩაარჭო და გაუჩინარდა. 19 წლის ბიჭი პოლიციამ მალევე დააკავა. მან აღიარა მკვლელობა და განმარტა, რომ მრავალი წლის განმავლობაში მასზე მღვდელი ძალადობდა.


2019 წლის ზამთარში, რომის პაპი ფრანცისკის ინიციატივით, ვატიკანში ჩატარდა კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი იერარქების შეხვედრა, სადაც განხილეს ბავშვთა დაცვის საკითხები. იმავე წლის შემოდგომაზე, ფრანგულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირების მიერ ჩადენილმა სკანდალურმა სექსუალურმა დანაშაულებმა ვატიკანს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა მორწმუნეთა შემოწირულობის შემცირების სახით.


გასულ წელს ვატიკანმა გამოაქვეყნა კანონთა ახალი კრებული, რომელიც ადგენს მოქმედების კონკრეტულ ალგორითმს ეკლესიის მსახურებისთვის, როდესაც ისინი მიიღებენ სიგნალს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური დანაშაულის შესახებ.


(შენიშვნა :მთავარი ფოტო პირობითია)

2
307
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
307
  
27 ოქტომბერი, 1:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

5 ოქტომბერი, 10:56
საფრანგეთს რას დაეძებთ???? საქართველოში ნაკლები ხდება????
0 1 2