მოვლენები ქვედა საცვლები სსრკ -ში: აი, რას მალავდნენ საბჭოთა ქალები ტანსაცმლის ქვეშ 2021, 4 ოქტომბერი, 14:03 ქალებს საცვლების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, ამიტომ ზოგიერთი მათგანი ცდუნებას ვერ უძლებს და უსაზღვრო რაოდენობით სხვადასხვა მოდელის, ფერისა თუ ფაქტურის საცვლების კომპლექტებში უზარმაზარ თანხებს დაუნანებლად იხდის, რომლებსაც შემდგომ ერთხელაც კი არ იცვამს, მაგრამ ასე ყოველთვის არ იყო. საბჭოთა კავშირში ქალების საცვლები განსაკუთრებული სილამაზითა და მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა. უპირველეს ყოვლისა, ის კომფორტული და პრაქტიკული უნდა ყოფილიყო და შესაბამისად, მაქმანიანი ტრუსების ნაცვლად, საბჭოთა ქალბატონები გრძელტოტებიან, შიგნიდან საგანგებოდ ჩათფილულ საცვლებში იწონებდნენ თავს. დღეს, გადავწყვიტე გაჩვენოთ თუ რას მალავდნენ იმ პერიოდის მშვენიერი სქესის წარმომადგენლები სამოსის ქვეშ.მაიაკოვსკის მუზას წვდომა თანამედროვე სამოსზე ჰქონდამოდური ქალბატონები სასურველი საცვლების შესაძენად სხვადასხვა საშუალებას მიმართავდნენ: ისინი ხან თავად კერავდნენ, ხანაც კონტრაბანდულად იძენდნენ.სსრკ-ში მხოლოდ ქალის სტანდარტული თეთრეული მოიპოვებოდა, რომელიც ასევე ზომებსაც შეეხებოდა: მხოლოდ 1, 2 და 3. თუ თქვენი "ღირსებები" 0 ან 4 -ზე მეტ ზომას შეადგენდა, გამოსავალი თავად უნდა გეპოვათ.იმისთვის რომ ეს საშინელება, რომელიც ქალების არც ფიზიოლოგიურ და არც ანატომიურ მახასიათებლებს არ ითვალისწინებდა სხეულზე რამენაირად მოგერგო, მისი გადაკეთება იყო საჭირო. მაგრამ უამრავი საბჭოთა ქალისთვისაც კი ასეთი თეთრეულის შეძენა ხელმისაწვდომი არ იყო. 70-80-იან წლებში, გაყიდვაში ამჯერად, უკვე პოლონური, უნგრული და იუგოსლავიის გაცილებით, უკეთესი ხარისხისა და შესახედაობის პროდუქცია გამოჩნდა, ხოლო აი, იღბლიანებს კი, რომლებსაც ნათესავები - მეზღვაურები ჰყავდათ, შეეძლოთ თავი დასავლური ბრენდების ულამაზესი თეთრეულით გაენებივრებინათ.თეთრეულის პირველი კატალოგებისწორედ აი, ის საფირმო, ტოტებიანი ჩათბილული საცვალიც! თუმცა თბილი!
1141 1-ს მოსწონს |