ფოტოგრაფია ბუნებრიობა და სექსუალობა: თავისუფალი ქალი, რომელსაც არაფრის ეშინია 2021, 4 ოქტომბერი, 2:38 ლეგენდად წოდებული ცნობილი შვეიცარიელი ფოტოხელოვანი ჰანს ფოირერი თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ფოტოგრაფად ითვლება, რომელსაც ყველა აღმერთებს და ეთაყვანება. მას ედრებიან, ახალგაზრდა ფოტოგრაფები კი მის კოპირებას ცდილობენ. ფოირერი ერთ - ერთია, რომელიც საკუთარ ნამუშევრებში მხოლოდ ბუნებრივ შუქს იყენებს. ის ცდილობს გადმოსცეს ქალის ბუნებრიობა და სენსუალობა, რომელიც თითოეულში იმალება.მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ - ერთ ყველაზე ცნობილ მოდის ფოტოგრაფს უმუშავია ისეთი გავლენიანი გამოცემებისთვის როგორებიცაა - "Vogue", "Another", "GQ", "Elle", "Numero", "Stern" და მრავალი სხვა, თუმცა დიდ წარმატებას მან მაინც სარეკლამო ფოტოგრაფიაში მიაღწია. 1983 წელს, "Kenzo"-თვის გადაღებული იმანის ფოტოები, მომავალი თაობისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოდაც კი იქცა.აღიარებული კლასიკოსი, ჰანს ფოირერი შვეიცარიაში, 1939 წელს დაიბადა. ხელოვნებას ის სამშობლოში დაეუფლა, რის შემდეგაც ლონდონის რამდენიმე სარეკლამო სააგენტოში მხატვარ - გრაფიკოსად, ილუსტრატორად და არტ-დირექტორად მუშაობდა. სწორედ ამ გამოცდილებამ იქონია გავლენა მის ასეთ სახასიათო და გამორჩეულ სტილზე.ფოირერის აზრით, მოდა ქალს საშუალებას აძლევს მოირგოს მრავალი როლი, იმის გათვალისწინებით თუ რა აცვია მოცემულ მომენტში. "ჩემს ნამუშევრებში მინდა ვაჩვენო თავისუფალი ქალი, რომელსაც არაფრის ეშინია" - ამბობს ფოტოგრაფი თავის ერთ - ერთ ინტერვიუში. გთავაზობთ კლასიკოსი ხელოვანის გამორჩეულ ფოტონამუშევრებს, რომლებიც ჰანს ფოირერმა ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გადაიღო.923 შეფასება არ არის |