x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
პირუტყვზე უარესი: 5 ქვეყანა, სადაც უმჯობესია ქალად არ დაიბადო

მთელ მსოფლიოში ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა აქტიურად არის დაწყებული, თუმცა ზოგან ეს წარმატებით ხორციელდება, ზოგან კი - არც ისე. დღევანდელ სტატიაში მსურს წარმოგიდგინოთ მსოფლიოს ის 5 ქვეყანა, სადაც ქალად დაბადება ნამდვილი ღვთის სასჯელია.





1. ავღანეთი


image


"თალიბანის" ისლამურმა მოძრაობამ, რომელიც ავღანეთში 1994 წელს წარმოიშვა და 1996-2001 წლებში ფაქტობრივად, სახელმწიფოს უდიდესს ნაწილს აკონტროლებდა, სულ რაღაც 5 წელიწადში ქალებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთის მოწყობა შეძლო. თავად თალიბების თქმით, ეს მხოლოდ "ქალთა ღირსებისა და უბიწოების შენარჩუნების მიზნით" გაკეთდა. 2002 წელს "თალიბანის" რეჟიმი ლიკვიდირებულ იქნა, ხოლო ქალთა უფლებები კონსტიტუციაში გაწერილი, მაგრამ დე - ფაქტო, ქალებს კვლავ ავიწროებენ. 10 ქალიდან 9 ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. ქვეყანაში ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 44 წელია. მშობიარეების 85%-ი სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს, რის გამოც ავღანეთი ჩვილთა სიკვდილიანობის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.






2. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა


image


გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა ამ სახელმწიფოს "გაუპატიურების მსოფლიო დედაქალაქი" უწოდა. ცენტრალურ აფრიკაში მდებარე ამ სახელმწიფოში ყოველწლიურად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი დაახლოებით 400 000 ქალი ხდება. ანუ ყოველ საათში - 45. უბრალოდ დაუფიქრდით ამ რიცხვს. კონგოს მეორე ომის (ასევე აფრიკის მსოფლიო ომი) შემდეგ ბანდიტურმა დაჯგუფებებმა ქალებზე თავდასხმა და მათი გატაცება მაინც არ შეწყვიტეს. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქალთა საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ - 57 წელია.




3. ნეპალი


image


საკუთარი თავისა და საცხოვრისის დასაცავად ქალებს ნეპალში რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, პარტიზანულ რაზმებში გაწევრიანება უწევთ. შიმშილის შედეგად ბევრი გოგონა ჯერ კიდევ ბავშვობაშივე იღუპება, ხოლო მათი გაყიდვა სრულწლოვნებამდე და ადრეულ ქორწინებამდე ჩვეულებრივი მოვლენაა.




4. მალი

image


ამ ქვეყანაში გოგონები სასქესო ორგანოების დასახიჩრების მტკივნეული პროცედურის მსხვერპლი სისტემატურად ხდებიან. დასავლეთ აფრიკაში მდებარე ამ სახელმწიფოში ადრეული ქორწინება და მშობიარობა ფართოდ არის გავრცელებული, რაც ხშირად ახალგაზრდების გარდაცვალებით სრულდება. გოგონებს, როგორც წესი, მათზე ბევრად უფროს მამაკაცებზე იძულების წესით ათხოვებენ.





5. სომალი

image


სომალიში გოგონების 95% -ი გაუპატიურების მსხვერპლი 4 -დან 11 წლამდე ხდება. 98%-ს კი ქალთა წინდაცვეთის პროცედურა ემუქრება. აფრიკის ამ სახელმწიფოში როგორც წესი, გენიტალიების დასახიჩრების ოპერაციები ანტისანიტარიულ პირობებში ტარდება, რის გამოც გოგონები ხშირად იღუპებიან ან სამუდამოდ ინვალიდებად რჩებიან.






0
1020
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1020