სხვა მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ყველაზე შემზარავი და საშინელი რიტუალები 2021, 3 ოქტომბერი, 14:11 იცით, იმ სასტიკი რიტუალების შესახებ, რომლებიც დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ტარდება? რა სისწრაფითაც არ უნდა ვითარდებოდეს მეცნიერება და ტექნოლოგია, შემზარავი რიტუალები არსებობას კვლავაც განაგრძობს, რის გამოც ადამიანები როგორც საკუთარ თავს, ასევე ახლობლებსაც ენითაღუწერელ ფიზიკურ ტკივილს აყენებენ და ასახიჩრებენ. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით მსოფლიოს იმ ყველაზე საშინელი და თავზარდამცემი რიტუალების შესახებ, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ.ვეგეტარიანული ფესტივალი ფხუკეტშიერთი შეხედვით, ცხოველების მხარდამჭერ ფესტივალს, ბოსტნეულთან საერთო არაფერი აქვს. ფესტივალის ფარგლებში ადამიანები 9 დღის განმავლობაში ხორცის მიღებისგან თავს იკავებენ. ფიქრობთ რომ აქ თავზარდამცემი, არც არაფერია? დიახ, თუ არ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მონაწილეები ცხოველებისადმი პატივისცემის ნიშნად ლოყებს ბასრი საგნებით იხვრეტენ.ახალშობილების მაღალი შენობიდან გადმოყრაინდოეთში 700 წლის განმავლობაში ახალშობილებს სახლების სახურავებიდან ყრიდნენ, რაც იმით აიხსნებოდა რომ დაცემის შემდეგ ისინი უფრო ჯანმრთელები და ამტანები იქნებოდნენ. მართალია, ეს პრაქტიკა ახლა უკვე უკანონოდ ითვლება, თუმცა ზოგი მშობელი ჩვილების მაღალი სართულიდან გადმოყრას კვლავაც აგრძელებს.თავის დაწვატიბეტელი ბერები უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად თავს იწვავენ.ჰინო მაცურიფესტივალი, რომელიც იაპონიაში მოსახლეობის შობადობის გაზრდას ისახავს მიზნად, ტაგატას ტაძარში, 15 მარტს სრულდება. ამ დღეს საზეიმო ვითარებაში კაცები და ქალები ქუჩაში ფალოსის ფორმის საგნებით გამოდიან. ითვლება, რომ აღნიშნულ მსვლელობაში მონაწილეობის შემდეგ ქალები გაცილებით უფრო ადვილად ორსულდებიან.ენდოკანიბალიზმიმრავალი წლის განმავლობაში პაპუა - ახალ გვინეაში ადამიანები თავიანთ გარდაცვლილ ნათესავებს ჭამდნენ.გარდაცვლილთან ერთად ცხოვრებაინდონეზიაში, ტორაჯანის ხალხი თავიანთ გარდაცვლილ ახლობლებს არა თუ არ კრძალავს, არამედ მათ გვერდით, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. ინდონეზიელები გარდაცვლილთა სხეულს ფორმალინით ამუშავებენ, რათა გვამი არ გაიხრწნას.თვითგვემააშურას სისხლიან დღესასწაულზე, როდესაც შიიტები მარხულობენ თვითგვემის აქტს აღასრულებენ. ამ გზით ისინი იმამ ჰუსეინის მიმართ მწუხარებას გამოხატავენ. ზოგიერთი მუსლიმი თვით დაზიანებისთვის მათრახს, ზოგი ჯაჭვს, ზოგიც კი, ხმალს იყენებს.356 შეფასება არ არის |