x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
საინტერესო ამბები ველურ ტომზე, რომელიც ზღვაზე მომთაბარეობს - ეს ბაჯაოა

image


ბაჯაოს ტომი ეგზოტიკური და უნიკალური ხალხია. ის ერთადერთი ტომია, რომელიც ზღვაზე ცხოვრობს. ბაჯაოს ტომის წევრებს სხვანაირად "ზღვის ბოშებსაც" უწოდებენ სამხრეთ აზიაში. ზღვის ბოშები ნავით მიცურავენ და მიცურავენ და ასე ატარებენ მთელ ცხოვრებას. ისინი ზღვაზე მარგალიტებს ეძებენ, თან პერიოდულად თევზს იჭერენ. ზღვის ბოშები, ზღვის მომთაბარეები ცხოვრებას ძირითადად ნავზე ატარებენ. მათი საცხოვრებელი ტერიტორიაა წყნარი ოკეანე, კერძოდ, მარჯნის სამკუთხედი, ბორნეოს, ფილიპინებსა და სოლომონის კუნძულებს შორის.

ბაჯაოელის ცხოვრება იწყება ნავზე. ზღვის ბოშები სიცოცხლეს ატარებენ ონკნის სასმელი წყლის, ელექტროენერგიის, განათლებისა და ცივილიზაციის სხვა მიღწევების გარეშე და მაინც ძალიან ბედნიერნი.

ბაჯაოს ზღვის მომთაბარეები ძალიან რელიგიური არიან. მათი რწმენა ანიმიზმისა (სულების არსებობის რწმენა) და ისლამის უცნაური სინთეზია. ზღვის ბოშებს სწამთ, რომ სულები ყველგან არიან, ოკეანეების წყლის დინებასა და მოქცევაში, მარჯნის რიფებსა და ა.შ. მათთვის ოკეანე სიცოცხლეცაა და სიკვდილიც, წარსულიც და მომავალიც.

ზღვის ბოშებისათვის კიდევ ერთი კულტი ბავშვებია. ისინი მიიჩნევენ, რომ ბავშვების გარეშე ცხოვრებას აზრი არა აქვს. ნავებში დაბადებული ბავშვები ზღვას გრძნობენ, აღიქვამენ, როგორც მშობლიურ სტიქიას. ცივილიზებული სამყაროსათვის წარმოუდგენელია, მაგრამ ბაჯაოს ტომის ბავშვები ზღვის უცნაურ არსებებთან თამაშობენ ისე, როგორც ხმელეთზე მცხოვრები განვითარებული სამყაროს პატარები ეთამაშებიან კნუტებს, ან ლეკვებს.

0
209
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0