x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ამ გოგონებს დღეში 16 000 კალორიის მიღებას აიძულებენ. მიზეზი მართლაც რომ ამაზრზენია!

აფრიკული საზოგადოებები ხშირად თავისი ბუნებით პატრიარქალური ხასიათისაა, და როგორც წესი, სწორედ ახალგაზრდა გოგონებმა და ქალებმა უნდა იტვირთონ ძირითად მასებში, კონტინენტის სხვადასხვა ტრადიციული პრაქტიკის შეტანა. ჩვენ არაერთი უცნაური სექსუალური ტრადიციის შესახებ გვსმენია, რომლებთანაც სწორედ ქალებს უწევთ გამკლავება, მაგრამ სავარაუდოდ, არცერთ თქვენგნს არ გაუგია "ლებლოუს" შესახებ, რომელიც ძირითადად, მავრიტანიის, დასავლეთ საჰარასა და სამხრეთ მაროკოს სოფლებშია გავრცელებული.


imageimageimage


ლებლოუ - საშინელი პროცესია: ხუთი წლის გოგონებს იძულებით კვებავენ, რათა ისინი ქორწინებისთვის მოამზადონ. მავრიტანიის ზოგიერთ ნაწილში ჭარბწონიან მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს უფრო მიმზიდველად მიიჩნევენ, ხოლო ისინი კი ვინც ზედმეტი კილოგრამებით ვერ დაიკვეხნის, აფრიკელების აზრით, არც ქორწინების ღირსია.


image


გოგონები სპეციალურ ბანაკებში იგზავნებიან, სადაც "ძიძები" მათ დღეში 16 000 კალორიის მიღებას აიძულებენ. აი, ასეთ უჩვეულო სილამაზის სტანდარტებს ეჯახებიან ყოველდღიურად აფრიკელი ბავშვები.

imageimage


"მავრიტანიაში არის გამოთქმა, რომ ქალი თავისი ქმრის გულში იმდენ ადგილს იკავებს რამდენსაც იწონის", - ამბობს ქალთა უფლებების ასოციაციის ხელმძღვანელი მინტ ელი. იძულებითი კვება მჭიდრო კავშირშია ადრეულ ქორწინებასთან და როგორც წესი, ის 5-9 წლის ასაკიდან იწყება, რათა პუბერტატულ ასაკში გოგონა უკვე "მრგვალი და სრული" იყო, წერს "The Observer"-ი. ამგვარად, 15 წლის ასაკში ზოგიერთი მოზარდის წონა შეიძლება 100 კგ - საც კი აღწევდეს. ის ფაქტი, რომ გოგონები საკუთარი ბავშვობის ერთგვარ წამების რეჟიმში გატარების შემდეგ, 15 წლის ასაკში უკვე 30 წლის ქალებს რომ ჰგვანან, მავრიტანელ მამაკაცებს ეს ნაკლებად ადარდებთ. თუ ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე, მას ორ ჯოხს შორის მოქცეულ ტერფებზე უჭერენ, რომლებსაც გრიხავენ და ამით გოგონებს წარმოუდგენელ ტკივილს აყენებენ, სწორედ ასე აიძულებენ მათ ჭამას".


imageimageimageimage





0
891
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
891