ქალი და მამაკაცი 5 სიტუაცია, როდესაც ტყუილი სასარგებლოა 2021, 1 ოქტომბერი, 11:11 სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.
საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ასევე, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება. იმასაც ამბობენ, რომ მოსიყვარულე გულებს შორის საიდუმლო არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ცხოვრება გვაჩვენებს, რომ დგება დრო, როდესაც სჯობს რაღაც დავმალოთ, ვიდრე ურთიერთობა დავაყენოთ საფრთხის წინაშე. ვიცი, ბევრი თქვენგანი გაიფიქრებს და იტყვის - "აბა რა აზრი აქვს ურთიერთობას, სადაც ტყუილებია", მაგრამ, არსებობს 5 უწყინარი ტყუილი, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში იხსნის ურთიერთობას საფრთხისგან. 5 სიტუაცია, როდესაც ტყუილი სასარგებლოა¸¸✿⊱•* *•⊱✿¸¸ როდესაც პარტნიორი გეკითხებათ, გიყვარდათ თუ არა მასზე ძლიერ ვინმე? - არასოდეს, არასოდეს არ ისაუბროთ მასთან თქვენს ძველ გრძნობებზე, რადგან ეს მას გულს მოუკლავს და გამუდმებით ექნება მასთან გატოლების (თავის შედარების) განცდა. ¸¸✿⊱•* *•⊱✿¸¸ თუ თქვენ მარტომ მიიღეთ გადაწყვეტილება შეწყვითოთ ტოქსიკური ურთიერთობა, რომელიც გკლავთ. - ნუ მიახლით მაშინვე პარტნიორს, ეს მას გაანადგურებს, უბრალოდ ნელ-ნელა აგრძნობინეთ და მიეცით დრო, რომ თვითონ გაიაზროს. ¸¸✿⊱•* *•⊱✿¸¸ თუ მისთვის სიურპრიზს ამზადებთ - აუცილებლად გაჩუმდით და სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანნთ, ამაზე ხმა არ ამოიღოთ. ¸¸✿⊱•* *•⊱✿¸¸ თუ სიმართლეს შეუძლია ზიანი მიაყენოს მას და უარყოფითად იმოქმედოს მის თვითშეფასებაზე - ზოგჯერ ტკბილი ტყუილი სჯობს მწარე სიმართლეს. თუ თქვენ გამუდმებით საუბრობთ მასთან და ხაზს უსვამთ მის წარუმატებლობას, გამუდმებით მიუთითებთ შეცდომებზე, ის ადრე თუ გვიან გულს გაიციებს თქვენს მიმართ. ¸¸✿⊱•* *•⊱✿¸¸ თუ თქვენ მისთვის სხვისი საიდუმლოს გამჟღავნებას აპირებთ - რამდენადაც არ უნდა ენდობოდეთ მას, დაფიქრდით, ეს ხომ სხვისი საიდუმლოა, მომავალში კი არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს. 109 3-ს მოსწონს
|