პროფილაქტიკა როგორ ამოვიღოთ კანიდან თმის ჩაბრუნებული ღერი თუ პინცეტით ვერ ვახერხებთ? 2021, 30 სექტემბერი, 11:37 გაგიკვირდებათ და ცხელი და ცივი კლიმატის დროს თმის მოცილების პროცედურა სხვადასხვაგვარად უნდა ჩაიტაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მზარდი თმა კვლავ აბეზარი გახდება, ვინაიდან ზამთარში თმის ზრდის პროცესი 99%-ით იზრდება. როდესაც შარვალი, კოლგოტი და სხვა ქსოვილები კანს ეხება, იწვევს სიმშრალეს და მშრალი ჰაერი კი თმის ზრდის პროცესს აძლიერებს. სწორედ ამ დროს მატულობს ჩაზრდილი თმის ღერის რაოდენობა, გაპარსვის შემდეგ კი კანი უფრო მგრძნობიარეა, სპრეისა და დამატენიანებლების გამოყენება იწვევს გაღიზიანებასა და ალერგიულ რეაქციებს.
თმის კანში ჩაბრუნებული ღერი (ღერები), ალბათ ყველა გოგონასთვის თავს დამტყდარი რისხვაა. ერთი შეხედვით წვრილმანი, მაგრამ სინამდვილეშე დიდი პრობლემა და ვისაც გამოუცდია, დაადასტურებს, რომ უამრავ სირთულეს იწვევს. განსაკუთრებით ხშირია თმის ღერის კანში ჩაბრუნების შემთხვევა, როდესაც ე.წ ეპილატორით ვიცილებთ მას სხეულიდან, თუმცა იგივე პრობლემა შეიძლება სამართებელმაც გამოიწვიოს. ვისაც ხშირად გაწუხებთ აღნიშნული პრობლემა, ნერვიულობად არ ღირს, რადგან არსებობს რამდენიმე ეფექტური გზა მის მოსაგვარებლად. ლაზერული ეპილაცია - ეს მეთოდი ნამდვილად ეფექტურია თმის ჩაბრუნებული ღერების ამოსაღებად და კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად. პილინგი - პილინგი ადვილად აცილებს კანის ზედაპირს მკვდარ ქსოვილებს, რის შემდეგაც თმის ჩაბრუნებული ღერები ადვილად ამოდის ზედაპირზე. ასევე, აკნეს საწინააღმდეგო მალამოები და პროცედურები დაგეხმარებათ ამ პრობლემისგან თავის დაღწევაში. შენიშვნა: 1. თუ მსგავს პრობლემას წააწყდით და თმის ღერის კანში ჩაბრუნება (ჩაზრდა) მოხდა, არასოდეს არ ეცადოთ მისი ძალით ამოღება, არ შეიჭრათ კანში! 2. არ გამოიყენოთ საცხები და დამატენიანებლები დეპილაციის შემდეგ მაშინვე! 3. არ მიიღოთ შხაპი დეპილაციის დასრულებისთანავე, ცოტახანს დააყოვნეთ! იხილეთ აგრეთვე: როგორ გავიპარსოთ ფეხები ზამთარში სწორად?! - საჭირო რჩევები როგორ მოვიცილოთ სხეულიდან ზედმეტი თმა იოდის მეშვეობით? - გაოცდებით! 271 5-ს მოსწონს
|