x
მეტი
  • 02.11.2024
  • სტატია:138004
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511746
ძალიან სასაცილო ანეკდოტები

imageფეხბურთელთა გუნდი სრული შემადგენლობით მოყვა ავიაკატასტროფაში. ყველა დაიღუპა.

დაეწყო მთელი გუნდი და გაემართა სამოთხისაკენ იმ იმედით, რომ მიიღებდნენ.

სამოთხის კარიბჭესთან წმინდა პეტრე იდგა, რომელმაც ფეხბურთელებს შეშვებაზე უარი უთხრა:
- მთელი ეს თამაში ადამიანებს უფლისაგან აშორებს, ფეხბურთელებს სამოთხეში არაფერი ესაქმებათ!!

რაღას იზამდნენ, გამობრუნდნენ თავჩაქინდრულები და იმაზე ფიქრი დაიწყეს, ჯოჯოხეთში რა ამბავი ელოდათ. უცბად წმინდა პეტრემ დაუძახა:
- ერთი წუთით მოიცადეთ, 4 ნომერიც თქვენთანაა?
- აქ ვარ წმინდაო პეტრე.
- შენ მოდი, შვილო. მე ბოლო თამაშს ვუყურე და დავრწმუნდი რომ შენ ფეხბურთელი ნამდვილად არ ხარ...

-------------------------------------------------------------------------------

კაცი გარდაიცვალა. მისმა ერთგულმა ძაღლმა ბევრი იდარდა, დაწვა მიცვალებულის ფეხებთან და ისიც მოკვდა. და მოხვდნენ ორივე საიქიოში.

დგას კაცის სული დიდ, ლამაზ კარიბჭესთან, რომელსაც აწერია"სამოთხე". ის იყო უნდა შეეღო, რომ მეორე წარწერაც დაინახა"ძაღლების შეყვანა აკრძალულია!!". აღარ შევიდა შიგნით და ძაღლის სულთან ერთად გააგრძელა გზა.

კარგა ხნის სიარულის შემდეგ მეორე კარიბჭე დაინახა - შედარებით უბრალო, წარწერის გარეშე. კარებთან მხცოვანი მამაკაცი ზის.

- ბოდიშს გიხდით, პატივცემულო...
- მე პეტრე მქვია!
- რა არის ამ კარიბჭის მიღმა?
- სამოთხე!
- ძაღლთან ერთად შესვლა შეიძლება?
- რა თქმა უნდა!
- და წინა კარიბჭე რომ შემომხვდა, იმას საით მივყავდი?
- ჯოჯოხეთში. სამოთხემდე მხოლოდ ის მიაღწევს, ვინც მეგობარს არ მიატოვებს..

-----------------------------------------------------------------------------

დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მასწავლებელი სწავლის მნიშვნელობაზე ელაპარაკება:
- ბავშვებო, გახსოვდეთ რომ ვინც კარგად ისწავლის სამოთხეში მოხვდება, ვინც ცუდად - ჯოჯოხეთში.

უკანა მერხიდან მიხო იწევს ხელს:
- მარო მასწ., და სკოლას ცოცხალი ვერავინ ამთავრებს?!

0
64
11-ს მოსწონს
ავტორი:merabi11
merabi11
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0