სხვა კატა მწვანე ზეთისხილმა დაათრო - ნახეთ, როგორ გაგრძელდა ეს სასაცილო ისტორია 2021, 27 სექტემბერი, 22:07
ოდესაში, სუპერმარკეტების ერთ-ერთ ქსელში გამოჩნდა ზეთისხილი, რომელიც კატებზე ისეთივე ზემოქმედებას ახდენს, როგორსაც ვალერიანის ნაყენი. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ოდესელმა ქალბატონმა სუპერმარკეტში ახალი ბრენდის ზეთისხილის შეძენა გადაწყვიტა. სახლში დაბრუნებისთანავე პირველი რაც გააკეთა, იყო ის, რომ თავის კატას დააგემოვნებინა ზეთისხილი, რადგან საყვარელ შინაურ ცხოველს ძალიან უყვარდა ეს საკვები პროდუქტი. მწვანე ზეთისხილის ჭამის შედეგად ფისო დათვრა. საყვარელი დელიკატესი რომ დააგემოვნა, ცხოველმა დაიწყო უცნაურად მოქცევა. მთვრალმა ფისომ დაიწყო იატაკზე გორაობა და იმ ადგილისაკენ იწეოდა, სადაც ზეთისხილი იდო. უარესად გაღიზიანდა, უცებ მიახტა დიასახლისს და ფეხზე უკბინა. ქალს შეეშინდა და იფიქრა, რომ კატა ავად იყო, რადგან სახლში ვალერიანის აბები საერთოდ არ იყო და ამდენად, მისი ბრალი ვერ იქნებოდა ეს უცნაური ქცევა. დაახლოებით ათი წუთის მერე, კატა ისევ იწევდა და ითხოვდა ზეთისხილს. დიასახლისმა მოიწვია თავისი მეგობარი, ცნობილი ფილინოლოგი (კატების სპეციალისტი), რომელმაც განმეორებითი ექსპერიმენტი ჩაატარა. რამდენიმე ზეთისხილის დამატებამ გამოიწვია იგივე შედეგი, თუმცა ამჯერად ნაკლებად დრამატული. დიასახლისმა გადაიღო ფისო. ეზოს კატებზეც ჩატარდა ექსპერიმენტი და იგივე შედეგი დადგა, მწვანე ზეთისხილმა ცდისპირები დაათრო. ექსპერტის აზრით, ნივთიერება, რომელიც კატებს აგდებს მთვრალ მდგომარეობაში, უნდა ვიფიქროთ, რომ არა ზეთისხილის შემადგენლობაში, არამედ მარილწყალშია.
77 შეფასება არ არის
|