x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ნეტავ სალომემ თუ იცის ჩემს შვილთან რომ იღებს სურათს?" – რა ფოტოს ავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილი

image


"ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი სჯობდეს მამასაო" - წერს პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში და თავისი შვილის საფრანგეთში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აზიარებს: "ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი სჯობდეს მამასაო. ნეტავ სალომემ თუ იცის ჩემს შვილთან რომ იღებს სურათს? ლეგენდარული ქართველის დიმიტრი ამილახვარის ძეგლის გახსნაზე." - ვკითხულობთ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


imageimage


შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 1 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდო დიმიტრი ამილახვარის შთამომავლებს გადასცა. ეროვნული გმირის წოდება დიმიტრი ამილახვარს, სიკვდილის შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის მიენიჭა. ამასთან სალომე ზურაბიშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე იგეგმება მისი მონაწილეობა საფრანგეთისთვის დაღუპულ მეომართა ხსოვნის პატივსაცემად, ტრიუმფალურ თაღთან მარადიული ცეცხლის გაღვივების ცერემონიაში.

0
276
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
276