x
image
თუთიკო ბერძენა
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის და კომპენსაციას 5 მილიონ დოლარს ითხოვს.
image

Netflix-ის სერიალი „ლაზიერის გამბიტი“ მხატვრულ სერიალია, სადაც მოვლენები 1950-იან წლებში ვითარდება. ნიჭიერი ამერიკელი გოგონა ჭადრაკის დიდოსტატებს ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს. ფილმის ბოლო სერიაში ის ჩადის საბჭოთა კავშირში და ეთამაშება მთავარ მეტოქეს, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს, ბორგოვს, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ერთი, კონკრეტული პროტოტიპი არ ჰყავს, თუმცა ის სპასკის და კარპოვის გავლენით შექმნილი პერსონაჟია. პარტიის დასაწყისში კადრში გაიელვებს ნონა გაფრინდაშვილის პერსონაჟი. ის დარბაზში სხვა მაყურებლებს შორის ზის, ჭადრაკის კომენტატორი კი ამბობს:

ერთადერთი, რაც უჩვეულოა, მისი სქესია, მაგრამ რუსეთში არც ეს არის უნიკალური, აქ არის ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა ის ქალთა შორის არის მსოფლიო ჩემპიონი და მამაკაცს არასდროს დაპირისპირებია“.

ეს ფრაზა შეურაცხყოფად მიიღო ნონა გაფრინდაშვილმა და ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ჯერ კიდევ მაისში თქვა.


იქ გამოგონილი ფიგურაა ცენტრში და მერე უცებ ნამდვილი ადამიანი შემოჰყავთ ჩემი სახით. ეს შეცდომაც არ იყო. მწერალი, ვისაც ეს წიგნი აქვს დაწერილი და რომლის მიხედვითაც ფილმი გადაიღეს, ყველაფერს სწორად წერს. წერს, რომ მამაკაცებს ვეთამაშებოდი. მართლა ადრეული ასაკიდან ვთამაშობდი მათთან, სანამ პირველ საერთაშორისო ტურნირში გავიდოდი, მანამდეც. პირველმა მივიღე მამაკაცთა შორის დიდოსტატის წოდება. ისეთი შესანიშნავი პარტიები მაქვს მოგებული დიდოსტატებისთვის! ამ დროს სერიალში ამბობენ, რომ მამაკაცებთან არ მითამაშია“, - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა. მისი თქმით, კაცები ყოველთვის დიდი სერიოზულობით ეკიდებოდნენ მასთან თამაშს, რადგან ქალთან წაგება არ უნდოდათ.

ნონა გაფრინდაშვილი ამტკიცებს, რომ ფილმ „ლაზიერის გამბიტის“ რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე შეცდომით კი არა, განზრახ დაამახინჯა. მოჭადრაკე Netflix-ს უჩივის და კომპენსაციას 5 მილიონ დოლარს ითხოვს.

გაზეთი "ნიუ იორკ თაიმსი" აქვეყნებს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ სერიალი არის მხატვრული, მაგრამ რეალურად არის ნამდვილი პიონერი ჭადრაკის ჩემპიონი სახელად ნონა გაფრინდაშვილი, პირველი ქალი, რომელსაც დიდოსტატი ერქვა. ახლა უკვე 80 წლისაა და ცხოვრობს თბილისში, საქართველოში, მას ძალიან აწუხებდა იმის გაგება, რომ სატელევიზიო შოუმ წაშალა მისი მრავალი წარმატება მამაკაცი ოპონენტების წინააღმდეგ. (მაგალითად, 1968 წლის სათაური New York Times– ში, ნათქვამია: „ჭადრაკი: მისმა გაფრინდაშვილმა 7 კაცი სძლია ძლიერ ტურნირში“).

ნონა გაფრინდაშვიის შემოყვანა ფილმში ნეტფლიქსს ალბათ ილუზიის შესაქმნელად დასჭირდა, რომ ნამდვილ ამბავს ჰყვებიან. ხშირად აქვს ნეტფლისის სერიალს ასეთი პრეტენზია რომ ნამდვილი ამბავია.

კარგი ადვოკატის პირობებში ნეტფლისმა თავი ვერ უნდა გაიმართლოს. რაიმე მხატვრული კონცეფციით ამას ვერ დაასაბუთებს; დანარჩენი კი თვითონაც კონსულტანტს უნდა მოკითხოს და საბჭოთას რუსთან გაიგივებისთვის ფინანსურად ბოდიში უნდა მოიხადოს, რომ აღარ მოხდეს მსგავსი.

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0