Quiz მათგან რომელია დამნაშავე? - დაეხმარეთ ახალბედა გამომძიებელ გოგონას მკვლელის პოვნაში! 2021, 23 სექტემბერი, 20:28 მაშამ კრიმინალისტიკა დაამთავრა და პირველად წავიდა საქმის გამოსაძიებლად. სახლში მოხდა მკვლელობა, იქ მცხოვრები 5 ადამიანიდან ერათ-ერთი იპოვეს საკუთარ საწოლში მოკლული. ეჭვი მიიტანეს დანარჩენ 4 მცხოვრებზე. ახალგაზრდა, ახალბედა დეტექტივმა სთხოვა, თითოეულ მათგანს მოეთხრო, რას აკეთებდა მკვლელობის დროს და ეჩვენებინა ხელები. სახლის პირველმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ ის მთელი ამ ხნის განმავლობაში სამზარეულოში იმყოფებოდა, მეორემ - ჩემს ოთახში ვხატავდიო; მესამემ განაცხადა, რომ მთელი 3 საათი, მათ შორის მკვლელობის პერიოდიც, გაატარა სააბაზანოში, მეოთხემ განაცხადა, რომ დილით ის ბაღში წიგნს კითხულობდა. დაეხმარეთ გოგონას დამნაშავის გამოვლენაში. კითხვა: როგორ ამოვიცნოთ დამნაშავე ხელით?
პასუხი იხილეთ ქვემოთ!
პასუხი;
საერთოდ წყალში დიდი ხნით ყოფნის შემდგომ თითებისა და ხელისგულების კანი ძალიან ნაოჭდება. თუ მესამე მცხოვრები სიმართლეს ამბობს საკუთარ თავზე და მართლაც 3 საათი გაატარა აბაზანაში, მისი ხელები დეტექტივის მისვლის დროისათვის აუცილებლად დანაოჭებული უნდა ყოფილიყო. მისი ხელები არაა დანაოჭებული. გამოდის, რომ მესამე მცხოვრებმა იცრუა ალიბის შექმნის მიზნით და ამდენად, მკვლელიც ისაა.
154 შეფასება არ არის
|