x
image
ლანა92
მათგან რომელია დამნაშავე? - დაეხმარეთ ახალბედა გამომძიებელ გოგონას მკვლელის პოვნაში!

image




მაშამ კრიმინალისტიკა დაამთავრა და პირველად წავიდა საქმის გამოსაძიებლად. სახლში მოხდა მკვლელობა, იქ მცხოვრები 5 ადამიანიდან ერათ-ერთი იპოვეს საკუთარ საწოლში მოკლული. ეჭვი მიიტანეს დანარჩენ 4 მცხოვრებზე. ახალგაზრდა, ახალბედა დეტექტივმა სთხოვა, თითოეულ მათგანს მოეთხრო, რას აკეთებდა მკვლელობის დროს და ეჩვენებინა ხელები.

სახლის პირველმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ ის მთელი ამ ხნის განმავლობაში სამზარეულოში იმყოფებოდა, მეორემ - ჩემს ოთახში ვხატავდიო; მესამემ განაცხადა, რომ მთელი 3 საათი, მათ შორის მკვლელობის პერიოდიც, გაატარა სააბაზანოში, მეოთხემ განაცხადა, რომ დილით ის ბაღში წიგნს კითხულობდა.

დაეხმარეთ გოგონას დამნაშავის გამოვლენაში.

კითხვა:

როგორ ამოვიცნოთ დამნაშავე ხელით?

image

პასუხი იხილეთ ქვემოთ!

პასუხი;

საერთოდ წყალში დიდი ხნით ყოფნის შემდგომ თითებისა და ხელისგულების კანი ძალიან ნაოჭდება. თუ მესამე მცხოვრები სიმართლეს ამბობს საკუთარ თავზე და მართლაც 3 საათი გაატარა აბაზანაში, მისი ხელები დეტექტივის მისვლის დროისათვის აუცილებლად დანაოჭებული უნდა ყოფილიყო. მისი ხელები არაა დანაოჭებული. გამოდის, რომ მესამე მცხოვრებმა იცრუა ალიბის შექმნის მიზნით და ამდენად, მკვლელიც ისაა.

0
153
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0