ასტროლოგია ნუმეროლოგია და წყვილები ნაწილი 6 2012, 12 სექტემბერი, 12:02 გადავდივართ 3-ანებზე:
3-ანი და 3-ანი ასეთი კავშირი საკმაოდ ხშირია, რადგან სამიანების ვიბრაცია ძალიან იზიდავს ერთმანეთს.სახეზეა უდიდესი ურთიერთმიზიდულობა სადაც სიტყვები უადგილო და სავსებით ზედმეტია-მათ შორის ისედაც ყველაფერი ნათელი და გარკვეულია.ამ წყვილს ეშმაკობა და მოტყუება არ სჭირდება-ისედაც ერთი მიმართულებით მიცურავენ. ორი 3-ანი ის წყვილია, რომელშიც საკმაოდ ადრე კარგავს აქტუალობას სიტყვა "მე" და მის ნაცვლად ჩნდება "ჩვენ".ეს კავშირი ორივე მათგანს პიროვნების სრულ რეალიზებას პირდება ვინაიდან ისინი არ იკეტებიან და ძალიან აქტიურად ერთვებიან საზოგადოებრივ საქმიანობასა და ინტერესებში, როგორც წესი მათ უამრავი ნაცნობი და მეგობარი ყავთ. სამიანების სექსუალობა ძალიან მაღალია და ზუსტად ამ კავშირში რეალიზდება სრულად. ეს წყვილი სხვაზე მეტად მიდრეკილია ექსპერიმენტებისკენ, უფრო მეტიც-ღალატი მათთვის სხვა არაფერია, თუა არა ახალი ცოდნის მიღების მეთოდი. იმისთვის, რომ ამ კავშირმა დიდხანს იარსებოს, გარდა სიყვარულისა საჭიროა საერთო ცხოვრებისეული ინტერესები. 3-ანი და 4-ანი საკმაოდ იშვიათად გვხვდებიან ერთად, რადგან სრულიად განსხვავდებიან აზროვნებით და მსოფლმხედველობით. თუ რაგაც სასწაულით ერთად აღმოჩნდებიან-სამიანს მოუწევს რადიკალურად გარდაიქმნას და გახდეს უფრო შრომისმოყვარე და მიზანმიმართული.ვინაიდან 4-ანი ღმერთებს ლოგიკას უმჯობესია საერთო პრობლემების გადაჭრისას მხოლოდ ამით იხელმძღვანელონ. სამიანი ხშირად პირველი გარბის ამ კავშირიდან, მისთვის იგი სხვას არაფერს წარმოადგენს, გარდა ცხოვრების სიმკაცრეებიდან გაქცევისას დროებით თავშესაფარისა. ამასთან 4-ანი ძალიან მომთხოვნია და არასოდეს მისცემს პარტნიორს მოდუნების უფლებას, ასეთი რამ კი თრგუნავს ქარაფშუტა 3-ანს. ამიტომ ამ კავშირს ექნება გაუთავებელი ჩხუბი და გარჩევები. იმ ფონზე, რომ ორივე მათგანს უჭირს კომპრომისზე წასვლა ალბათ ადვილი წარმოსადგენია რა სახე ექნება ამ " იდილიას". სექსუალურადაც არათანაბრად ავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს. 4-ანისთვის საჭიროა სიყვარული და ურთიერთგაგება, რომელიც დიდ ნდობას ეფუძნება. ქარაფშუტა, თავგადასავლების მოყვარული და ხშირად მოღალატე 3-ანი ვერასოდეს გაუგებს 4-ანის სურვილს ოჯახში სუფევდეს მშვიდობა და ჰარმონია და ამის ფონზე მიიღონ ტკბობა სექსუალური ურთიერთობით. 3-ანი და 5-ანი კაშკაშა და დინამიური კავშირია, რომელშიც 5-ანი ლიდერია, ხოლო სამიანი აღტაცებით ეთანხმება მისგან წამოსულ ყველა ინიციატივას. 5-ანის კამპანიაში 3-ანი არასოდეს მოიწყენს, 5-ანს მუდმივად შეუძლია გააოცოს და განავითაროს პარტნიორი, თან საერთოდ არაა მომთხოვნი. და მაინც შესაძლოა 3-ანი განიცდიდეს გარკვეულ დისკომფორტს თუნდაც ყურადღების უქონლობის კუთხით. ზუსტად ეს ფაქტორი შეიძლება გახდეს საწყისი იმისა, რომ მან იფიქროს ღალატზე. იმისთვის, რომ ამ კავშირმა შეძლოს სექსუალურად განვითარება 5-ანს მოუწევს უარის თქმა ლიდერობაზე გრძნობების სფეროში მაინც. რაც შეეხება შეგრძნებებს ამაში სამიანი გაცილებით მაღლა დგას ვიდრე 5-ანი. ორივე პარტნიორი ხშირად უშვებს შეცდომებს სექსუალური პოტენციალის გამოვლენის კუთხით, მაგრამ მათ შორის დიდია პატიების უნარიც. მთავარია ორივე მათგანმა სრულად შეისწავლოს საკუთარი "მე" და მიხვდეს იმ დანიშნულებას, რისთვისაც ის განგებამ შექმნა. ურთიერთობის ხანგრძლივ პერიოდში ხშირად ისინი ისეთ ეტაპს აღწევენ, რაზეც მანამდე ოცნებაც კი არ შეეძლოთ და დიდხანს ინარჩუნებენ ერთმანეთის მიმართ ძლიერ ლტოლვას. 3-ანი და 6-ანი ბედნიერი კავშირი. 3-ანის უშუალობა, ცნობისმოყვარეობა და აზროვნების სიმსუბუქე ლამაზად ერწყმის პარტნიორის სიმტკიცეს. 3-ანი, რომელშიც მუდამ ცხოვრობს განებივრებული, რთული მოზარდი, პარტნიორში პოულობს შემწყნარებელ მშობელს და ტაქტიან კრიტიკოსს.ამ წყვილის ურთიერთობა ვითარდება საკმაოდ სწრაფად-განხეთქილებების და კამათის გარეშე. რადგან 6-ანი ზოგადად არაა ყურადღების მიქცევის მოყვარული 3-ანი შესანიშნავად ახერხებს საკუთარი "მე" და "ჩვენ" ერთმანეთს შეუთავსოს ისე, რომ პარტნიორი ამაზე არანაირ პრეტენზიას არ გამოთვამს, უფრო მეტიც იგი უზომოდ გაიხარებს, თუ 3-ანი ხშირად შეუქებს მის "მონდომებას" იდეალური ოჯახის შენარჩუნებაში. თუ 6-ანი დაივიწყებს საკუთარ შიშს და სიმორცხვეს მაშინ 3-ანი შეძლებს მას სრულად შეაგრძნობინოს სექსუალური ცხოვრების მთელი მომხიბვლელობა და სიტკბო. ძირითადად ამ სფეროში მათ არ ეყოლებათ გამოკვეთილი ლიდერი და ერთმანეთს ნამდვილ ჰარმონიას შეუქმნიან თუ ორივე მათგანი მოიშორებს დოგმებს და მთელ ყურადღებას დაუთმობს პარტნიორის გახსნას და მისთვის სიამოვნების მინიჭებას-ორივეს მცდელობა აუცილებლად დაჯილდოვდება ხანგრძლივი და ბედნიერი კავშირით. 3-ანი და 7-ანი კარგი კავშირია, რომელიც ორივე პარტნიორს თანაბრად აძლევს შანსს, განავითარონ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი. ეს არის ორი თანაბარუფლებიანი ადამიანი, რომლებიც საჭიროებისდა მიხედვით საკუთარ თავზე იღებენ ლიდერობას და ამით ხელს უწყობენ ერთმანეთის საუკეთესო თვისებების წარმოჩენას.კავშირი მალე აღწევს განვითარების მშვიდ, სტაბილურ ეტაპს და ინტელექტუალურ ხასიათს იძენს. 3-ანი თავდაპირველად შეიძლება გრძნობების გამოვლენის უკმარისობამ შეაწუხოს, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ მთავარი ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე და არაა გრძნობების აფიშირება უმთავრესი. ამ წყვილის სექსუალური ცხოვრება ვითარდება თანდათან მაგრამ მუდმივად, რის გამოც მათ ნაკლებად ემუქრებათ ერთმანეთის მოყირჭება და მობეზრება.7-ანმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ 3-ანს მასზე მეტი მოთხოვნილება გააჩნია, არამარტო რაოდენობრივი არამედ ხარისხობრივი თვალსაზრისითაც. თუმცა მათ ურთიერთობას იშვიათად ემუქრება გაუგებრობები, რადგან 3-ანი კარგად ახერხებს მიანიჭოს სიამოვნება 7-ანს და ამასთან მიიღოს იგი თვითონაც ნებისმიერი მცდელობით. იშვიათად შესაძლოა ადგილი ექნეს ემოციურ პაუზებს და დროებით გაცივებას. ამ დროს მნიშვნელოვანია დროებით შორიდან დააკვირდნენ ერთმანეთის მიმზიდველობას და გრძნობები ისევ ახალი ძალით იფეთქებენ მათ შორის. 3-ანი და 8-ანი კარგი კავშირია სამიანისთვის, რომელიც არ იქნება წინააღმდეგი დასჯერდეს მეორეხარისხოვან როლს, რადგან 8-ანი უპირობო ლიდერობას ითხოვს ყველგან და ყველაფერში. მასთან გაჯიბრება სამიანს არაფერს სასიკეთოს არ უქადის, რადგან 8-ანები ცნობილი მანიპულატორები და ხშირად ვერაგობაზე წამსვლელებიც კი არიან. 8-ანის ვიბრაცია ამ კავშირს მოუტანს ყველაფერს გარეგნული ბრწყინვალებისთვის: შემოსავლებს, დიდებას, კომფორტს და სახელს. სამიანი კი იქნება ოქროს გალიაში გამოკეტილი ფრინველი, რომლისთვისაც მომაკვდინებელ ცოდვად ჩაითვლება გარეთ გაღწევის და საკუთარის ცხოვრების ქონის ნებისმიერი მცდელობა.უმჯობესი იქნება თუ ორივე პარტნიორი გააერთიანებს საერთო ძალებს და მიმართავს მას ერთი მიზნისკენ. ამ წყვილის სექსუალური ცხოვრება თავიდან ძალიან გაურკვეველია. ყველაფერში ლიდერ 8-ანს ხანდახან სიგიჟის ზღვრამდე მიყავს 3-ანი და დაუკმაყოფილებლობა უბიძგებს მას ღალატისკენ, თუმცა პარტნიორისადმი შიში მას არ ძლევს გარე კავშირებით ტკბობის საშუალებას. თუ ისინი ყურადღებით მოეკიდებიან ერთმანეთის გრძნობებს და 8-ანი ლიდერობას სექსუალურ სფეროში მაინც დაუთმობს 3-ანს მაშინ მათი ინტიმური ცხოვრება შეისხამს ფრთებს და ყველაფერი კარგად იქნება. 3-ანი და 9-ანი ეს კავშირი დაეხმარება სამიანს გახსნას საკუთარ თავში არსებული ყველა კარი და მოახდინოს მაქსიმალური თვითრეალიზება.ოღონდ დროულად უნდა დააფასოს 9-ანის სიბრძნე და უნარი გაუნაწილოს ცოდნა და გამოცდილება ყველა სფეროში. სამიანი მხოლოდ ამ კავშირის შედეგად ყალიბდება ზრდასრულ ადამიანად, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორის რჩევებს და ამასთან ებრძვის საკუთას ქარაფშუტობას და სისუსტეებს. სამიანს არ უნდა დაავიწყდეს, რომ მიუხედავად 9-ანის უნარისა გაიგოს და გაუგოს ბევრი სისუსტე, ის არასოდეს აპატიებს მისდამი უპატივცემულობას. თუ სამიანი შეძლებს არ უღალატოს 9-ანის ნდობას და არ გაუცრუოს იმედები, მაშინ ეს კავშირი იარსებებს ყველაზე ხანგრძლივად და იქნება უსაზღვროდ ბედნიერი. არცთუ ადვილად ვითარდება მათი სექსუალური ცხოვრება, მგრძნობიარე და თავდაჯერებული სამიანი მალე ვერ წვდება პარტნიორის გრძნობათა სიღრმეს. მხოლოდ თანდათანობით ხვდება, რომ ყველა თავგადასავლისა თუ უბრალო სექსუალური კავშირისგანაც კი მხოლოდ საუკეთესო აუღია და განუვითარებია ცხრიანს საკუთარ ქცევებში. ამიტომაც სამიანისთვის უმჯობესია ფეხი აუწყოს და სრულად მიენდოს საკუთარ პარტნიორს, რათა მთლიანად განიცადოს და ჩაწვდეს სექსის მთელს სიამოვნებას. 120 2-ს მოსწონს 1-ს არა |
ასევეა ნოემბერი მე–11 თვეა და შესაბამისად 11+8+1+9+8+8=45 მერე კი 4+5=9