სისხლის სამართალი „ქალო, ენა მაინც ჩაიგდე და თავჩაღუნულმა იარე!" ნინო ჯღარკავა მეგის ქარდავას ცოლს მიმართავს 2021, 20 სექტემბერი, 16:22 მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შემდეგ, მისი მეუღლემ სოფო ფიფიამ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც ის მეუღლეს მადლობას უხდის იმ პატრიოტობისთვის, იმ ვაჟკაცობისთვის, იმ თავგანწირვისთვის, რაც ქვეყნის გამო უკეთებია. სოფო ფიფიას გამოეხმაურა ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა და აღნიშნა, რომ მეგის ქარდავა ნაძირალაა და ე.წ. ტროლების ქარხანაც მასთან არაფერ შუაშია. "მეგის ქარდავას ცოლის სტატუსები გვაკლდა. ეს, თურმე ამაყობს ვაჟკაცი ქმრით, ქალო ენა მაინც ჩაიგდე და თავჩაღუნულმა იარე, რა ტროლები და ბოტები ერჩიან თურმე შეს ნაძირალა ქმარს, მართლა აღარ გაქვთ თქვენ ნამუსი?ნაცებიც კი გაემიჯნენ ამ ბოროტებას!უტიფრები ხართ ჩვეულებრივი, აბა სერგო თეთრაძის ცოლს კითხე ერთი ტროლია?
ფუ თქვენიიი"-წერს ნინო ჯღარკავა.
შეგახსენებთ, მეგის ქარდავას პროკურატურა ერთბაშად 11 სისხლის სამართლის საქმეს ედავება .მათ შორის:
მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის, მეგის ქარდავა ასევე მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, მეგის ქარდავას მიმართ ასევე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი სერგო თეთრაძის საქმეზე.
***მეგის ქარდავამ, სხვა პირებთან ერთად, თითქოსდა ჯაშუშობაში მხილებულ სამ სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის იყო სერგო თეთრაძე, 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდა და დამამცირებლად ეპყრობოდა, ემუქრებოდა მოკვლით, აყენებდა ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას.
***მეგის ქარდავას მსჯავრი დაედო ე.წ. კასრების საქმეზე, ტერორისტული აქტების განხორციელებაში მონაწილების შესახებ აღიარების მისაღებად, მეგის ქარდავამ მათ ელექტროშოკით დენს არტყამდა, სხვა პირები კი აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. სასურველი აღიარების მისაღებად, თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ განხორციელდა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება.პატიმართა წამებისას ისინი იმდენად ხშირად იყენებდნენ ელექტროშოკს, რომ მოწყობილობა 2-ჯერ გამოვიდა მწყობრიდან. წამების შედეგად ერთ პატიმარი იმავე დღეს გარდაიცვალა.
***მეგის ქარდავამ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსთან ერთად, სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, „ბეისბოლის ჯოხის“ და სხვა საგნების გამოყენებით რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს და სცემეს უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი. წამებისა და ცემის დროს, მას არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი.
***შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მყოფმა მეგის ქარდავამ ისარგებლა რა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, დაკავებულ ქალს სცემა, დაამცირა და ჩააყენა არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში და მიაყენა მას მორალური ტანჯვა.
***2012 წლის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ შურისძიების მოტივით შეუკვეთა ქალაქ მოსკოვში მცხოვრები პირის მკვლელობა, რაც 2012 წლის 21 მაისს სისრულეში იქნა მოყვანილი.
451 4-ს მოსწონს
|