Quiz რამდენს იწონის თევზი სულ? - სახალისო მათემატიკური ამოცანა ბავშვებისათვის 2021, 20 სექტემბერი, 13:40 პირობა: თევზის თავი იწონის იმდენს, რამდენსაც იწონის მისი კუდი და ნახევარი სხეული (ტანი); სხეული (ტანი) იწონის იმდენს, რამდენსაც ერთად აღებული თავი და კუდი. ცნობილია, რომ კუდი იწონის 1 კილოგრამს. კითხვა: რამდენს იწონის მთლიანი თევზი?
ამოხსნა: თევზის თავი = კუდი + ნახევარი ტანი თევზის ტანი = თავი + კუდი, აქედან გამომდინარეობს, რომ თევზის ტანი = კუდი + ნახევარი ტანი + კუდი (თავის მნიშვნელობა ჩავსვით აქ); თევზის ტანი = 2 კუდი + ნახევარი ტანი; გამოდის, რომ 2 კუდი ნახევარი ტანია; 2 კუდი = 2X1= 2კგ; ე.ი. ნახევარი ტანი ყოფილა 2 კგ; თევზის ტანი=2X2, ანუ 4. თევზის თავი = 1 +2=3; მაშ, ასე, კუდი + თავი + ტანი = 1+3+4=8 კგ.
პასუხი: თევზი ჯამში იწონის 8 კილოგრამს (1 კილოგრამი კუდი, 3 კილოგრამი თავი და 4 კილოგრამი - ტანი).
162 შეფასება არ არის
|