Quiz ვინ იყო ბასტილიის იდუმალი ტუსაღი 1698 წელს,რომელზეც ისტორიკოსები დღემდე დავობენ? 2021, 20 სექტემბერი, 13:22 1698 წლის 18 სექტემბერს ბასტილიის ციხეში გადაიყვანეს იდუმალი, უცნობი ტუსაღი, რომელსაც სახეს უფარავდა რკინის ნიღაბი. მას საგანგებოდ იცავდნენ. იდუმალ ტუსაღთან გასაუბრებაც აკრძალული ჰქონდა ყველას. 5 წლის შემდგომ, 1703 წელს ტუსაღი გარდაიცვალა. იგი გამოგონილი სახელით დაკრძალეს ციხის (ბასტილიის) სასაფლაოზე. ვინ იყო ეს ტუსაღი, საკითხზე ისტორიკოსები დღემდე დავობენ. ამ ისტორიული გამოცანის მიმართ არც მწერლები დარჩენილან გულგრილი. ისმის კითხვა: გავრცელებული ვერსიების მიხედვით, ვინ იყო იდუმალი ტუსაღი, რომელიც ბასტილიაში 1698 წლის 18 სექტემბერს მოხვდა? აბა, თუ გახსოვთ ყველაზე გავრცელებული ვერსია? ქვემოთ იხილეთ პასუხი:
პასუხი:
ინტერნეტში ვრცელდება 50-ზე მეტი ვერსია, მათი უმეტესობა არარეალურია, მათ შორის ცრუ პეტრე პირველზე. ყველაზე რეალურ ვერსიებად ჩანს, რომ: 1.ბასტილიის საიდუმლო ტუსაღი იყო მეფე-მზის, ლუი მეთოთხმეტის უფროსი ნახევარძმა, დედოფლის, ანა ავსტრიელის უკანონო შვილი. შესაძლოა, ანა ავსტრიელს მართლა გაეჩინა შვილი არა კანონიერი ქმრის, ლუი მეცამეტისაგან, არამედ საყვარლისაგან (ლუი მეთოთხმეტის უფროსი ნახევარძმა) და ქმრის შიშით დაემალა ბავშვი. 2. ლუი მეთოთხმეტის ტყუპისცალი ძმა; ვერსიას საფუძვლად უდევს აზრი, რომ თითქოს ლუი მეცამეტემ ტყუპი შვილების სასახლეში დატოვება უბედურების ნიშნად მიიჩნია. ამიტომაც სასახლეს გააშორა. ლუი მეთოთხმეტემ როგორც კი შეიტყო ტყუპისცალი ძმის არსებობის შესახებ, რკინის ნიღაბი დაადო და სამუდამოდ დააპატიმრა ისე, რომ მისი ვინაობა საიდუმლოდ დატოვა.
347 შეფასება არ არის
|