x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"საკააშვილის იღლიიდან თავს ვერ აყოფინებენ, რა წუთშიც კიევში მოსთხოვეს - ზურგში დანა ჩაარტყა" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით ფოთის მერობის კანდიდატისა და დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება რომლის თქმითაც, ის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თავის შეცდომად მიიჩნევს ქარდავასნაირებს თავისი ადგილი დროულად რომ არ მიუჩინა: "არაფერი არ დაუჯეროთ. არაფერს შეცდომად არ მიიჩნევს. ზოგადად არაფრის სჯერა. საკააშვილზეც იგივეს ამბობდა და ახლა მის იღლიიდან თავს ვერ აყოფინებენ, როცა თავისით ვერაფერი შეძლო და ისევ "ჯართს" აეკიდა. ზუსტად იგივეს ამბობდა ბოკერიაზეც – არასწორი იყო, მის იზოლირებას რომ ვცდილობდით 2008 წლის მერეო. ბევრი "ბაიკა" მაქვს მოსმენილი იმაზე, რა არასწორი იყო "ვანომ იცის, ადემ იცის, ბოკერიას არ უთხრათ." რა წუთშიც კიევში მოსთხოვეს – ეგრევე ზურგში დანა ჩაარტყა. მოკლედ, ერთი სიტყვაც არ დაიჯეროთ – დიდი ზომის ცარიელი ადგილია" - წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 სექტემბერს რვა წლიანი ძებნის შემდეგ, მეგის ქარდავა საქართველოს გადმოეცა. ის საქართველოში კიევი-თბილისის რეისით ჩამოიყვანეს. ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირების საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლომ 13 სექტემბერს მიიღო. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მეგის ქარდავა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ორჯერ დაჯილდოვდა, კონსტიტუციური წყობილების დაცვისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.



0
548
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
548