სხვა 6 ნიშანი, რომ თქვენს ორგანიზმს კალცი აკლია 2021, 17 სექტემბერი, 11:20 კალციუმი — არის მინერალი, რომელიც ძალიან რთულად შეთვისებადია. საკვებთან ერთად ჩვენ ვიღებთ კალციუმის მხოლოდ 20-30%, მისი დიდი წილი ორგანიზმს უცვლელად ტოვებს.
კალცი ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერებაა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რადგან, კალცის 99 პროცენტი ძვლებშია, როგორც მთავარი საშენი მასალა. კალციუმი ასევე მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ჰორმონებსა და კუნთების ფუნქციონირებისთვის. ალბათ ყველას გახსოვთ თუ როგორ გაძალებდნენ ბავშვობაში ბევრი რძის მიღებას, გეუბნებოდნენ, რომ კალცი გჭირდებათ. მაგრამ, მხოლოდ ბავშვებს კი არა, კალცი მოზრდილებსაც სჭირდებათ, განსაკუთრებით ქალბატონებს. საინტერესოა, როგორ გვაცნობებს ორგანიზმი, რომ კალცის დეფიციტი გვაქვს. აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი გასცემს რეკომენდაციას, რომ 19-50 წლამდე ასაკის ადამიანებმა (მამაკაცმაც და ქალმაც) უნდა მოიხმარონ კალცი 1000 მგ ყოველდღიურად. ქალბატონებმა 51 წლის ზევით და მამაკაცებმა 71 წლის ზევით კი უნდა მიიღონ კალცის 1200 მგ ყოველდღიურად. გახსოვდეთ! თვითმკურნალობამდე აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. 6 ნიშანი, რომ თქვენს ორგანიზმს კალცი აკლია1. ფეხის კრუნჩხვები. ალბათ ბევრ თქვენგანს აწუხებს ფეხის კრუნჩხვები, ღამით განსაკუთრებით. ეს კალცის ნაკლებობის ბრალია. 2. ჩხვლეტა ან დაბუჟება. ხელებში ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნებებიც კალცის ნაკლებობას მიუთითებს. 3. ხვრელები და ბზარები კბილებზე. ქალთა ჯანმრთელობის ჟურნალის თანახმად «Women’s Health Magazine«, როდესაც ორგანიზმი კალცის ნაკლებობას გრძნობს, ის დასახმარებლად მიმართავს კბილებს. 4. ფრჩხილების გაფცქვნა და მსხვრევა. იმისათვის, რომ თქვენი ფრჩხილების მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მიირთვით რძე და ბევრი მწვანე ბოსტნეული. თუმცა, ექიმთან ვიზიტიც აუცილებელია. 5. ძილთან დაკავშირებული პრობლემები. კალციუმი ხელს უწყობს ძილის ჰორმონის მელატონინის გამომუშავებას. თუ თქვენ გაქვთ ცუდი ძილი, კალციუმის ნაკლებობა შეიძლება იყოს ამის ერთ -ერთი მიზეზი. 6. აპოპლექსიური ინსულტი. პორტალი Healthline წერს, რომ კალცი აუცილებელია ნეირომედიატორის სწორი ფუნქციონირებისა და კუნთების შეკუმშვის პროცესისთვის. ამიტომ, კალცის დეფიციტის დროს შეიძლება კრუნჩხვა დაეწყოს ჯანმრთელ ადამიანსაც. 941 7-ს მოსწონს
|