საზოგადოება გამოქვეყნდა დემოგრაფიული მონაცემები-საქართველოში 6 თვეში 9 163 ქორწინება და 4 675 განქორწინება იყო 2021, 15 სექტემბერი, 17:14 ![]() საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 21 839 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 25 821 ადამიანი. 2021 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -3 982 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ ქვეყნის ორ რეგიონში დაფიქსირდა: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში(717) და ქვემო ქართლში (195). ყველაზე კატასტროფული მდგომარეობა ბუნებრივი მატების მიხედვით იმერეთშია(-1517), შემდეგ მოდის სამეგრელო ზემო სვანეთი(-972) და თბილისი(-475) ![]() ![]() 79 5-ს მოსწონს
|