x
მეტი
  • 17.10.2021
  • სტატია:115027
  • ვიდეო:354126
  • სურათი:488889
მეცნიერები მალე მამონტებს გააცოცხლებენ. საამისოდ მათ საჭირო დაფინანსება უკვე მიიღეს
მამონტი


ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ფილმი “იურული პერიოდის პარკი, ” სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ დასეირნობენ ბუნებრივ ჰაბიტატში მილიონობით წლის წინ გადაშენებული და გენური ინჟინერიის მეშვეობით მკვდრეთით აღდგენილი პრეისტორიული ცხოველები. სრულიად შესაძლებელია, ეს სამეცნიერო ფანტასტიკა მალე რეალობად იქცეს. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯორჯ ჩერჩი ცდილობს დიდი ხნის წინ გადაშენებული ცხოველის, მამონტის მკვდრეთით აღდგენას. მან საამისოდ ინვესტორებისგან დაფინანსება 15 მილიონი დოლარის ოდენობით უკვე მიიღო კიდეც, რაც არსებული ინფორმაციით დასახული მიზნის მისაღწევად სრულიად საკმარისია.


მართალია, მეცნიერებს აქვთ ათასობით წლის წინ გაყინული მამონტის გენური მასალა კლონირების დასაწყებად, თუმცა მათი მიზანი ეს არ არის. მათი მიზანია უშუალოდ გენური ინჟინერიის გამოყენებით ცოცხალი, მოსიარულე მამონტი-სპილოს ჰიბრიდის შექმნა, რონელსაც მისი ნათესავისგან ვიზუალურად ვერავინ გაარჩევს.


“ჩვენი მიზანია პირველი სპლიყვის გაჩენა უახლოეს 4-6 წელიწადში, ” - განაცხადა “ფირმა” Colossal-ის ტექნიკურმა მენეჯერმა ბენ ლამმა. ლამი და ჩერჩი სწორედ აღნიშნული ფირმის რესურსებით ახორციელებენ საკუთარ ამბიციურ პროექტს.



ჩერჩი გენომიკის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სპეციალისტია მსოფლიოში. ის იყენებს CRISPR-ს - გენების რედაქტირების რევოლუციურ ინსტრუმენტს, რომელსაც “სიცოცხლის კოდის” ხელახლა გადაწერის უნარი აქვს. მეცნიერი ამჟამად მუშაობს პროექტზე, რომელსაც შეუძლია ისეთი ღორების გამოზრდა, რომელთა ორგანოები თავსებადი იქნება ადამიანის ორგანიზმთან. აღნიშნული პროექტის წარმატების შემთხვევაში მალე შესაძლოა იმ ადამიანებს, ვისაც ორგანოების ტრანსპლანტაცია ესაჭიროებათ, ამისათვის სპეციალურად გამოზრდილი და გენმოდიფიცირებული ღორების ორგანოები გადაუნერგონ.


მეცნიერები აპირებენ, შეიტანონ 50-მდე საჭირო ცვლილება აზიური სპილოს დნმ-ში, რომელიც მამონტის უახლოესი ნათესავია, რათა მისგან მიიღონ სასურველი პრეისტორიული ცხოველი. საამისო ტექნოლოგიებს ისინი უკვე ფლობენ და როგორც ჩანს დედამიწაზე მამონტების ხელახლა გაჩენა მართლაც უკვე მხოლოდ რამდენიმე წლის ამბავია.


როგორც მეცნიერები აცხადებენ, მამონტებს ისინი არქტიკულ ტუნდრაში გაუშვებენ, სადაც ისინი გამრავლდებიან და არცთუ უმნიშვნელო როლს ითამაშებენ გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში.


თუ ეს სტატია მოგწონთ და სურვილი გაქვთ, გაეცნოთ კიდევ უფრო მეტ სიახლეს ჩემგან, გადადით ლინკზე და მოიწონეთ ჩემი ფეისბუკ-გვერდი ან გახდით ჩემი გამომწერი. დიდ მადლობას გიხდით წინასწარ

0
231
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0