სხვა ცნობილი სახეების შეშლილი თაყვანისმცემლები და ფანატიკოსები. ნაწილი II 2021, 15 სექტემბერი, 9:58 სტატიის დასაწყისიკრისტინ კელეჰერი და მაიკლ აბრამი-ჯორჯ ჰარისონის ფანატიკოსები1999 წელს, კრისტინ კელეჰერმა შეაღწია ჯორჯის რეზიდენციაში (მაუიში) და გადაწყვიტა "დიასახლისობა". მან თავისთვის მოიმზადა გაყინული პიცა, გაირეცხა ტანსაცმელი, დალია ლუდი და დაურეკა დედას ნიუ-ჯერსიში. კელეჰერს მყუდროება პოლიციელებმა დაურღვიეს, რომლებმაც სახლში უკანონო შეჭრის გამო დააპატიმრეს. ერთი კვირის შემდეგ, როცა ჯორჯ ჰარისონი თავის მამულში "ფრაიარ-პარკ"-ში იმყოფებოდა მეუღლესთან ოლივიასთან ერთად, მათ სახლში 33 წლის მაიკლ აბრამი შეიჭრა და ჯორჯს მკერდში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. იმ საღამოს ჰარისონი ცოლმა გადაარჩინა, რომელმაც თავდამსხმელი გააუვნებელყო. როგორც მოგვიანებით სასამართლოზე მაიკლ აბრამმა თქვა, იგი ღმერთისგან იყო გამოგზავნილი განსაკუთრებული მისიით, რომელიც ჰარისონის მკვლელობაში მდგომარეობდა. კარენ მაკნილი-ჯასტინ ტიმბერლეიკის და ექსლ როუზის ფანატიკოსი50 წლის ფანატიკოსი, კარენ მაკნილი დასდევდა Guns N' Rose-ის სოლისტს ექსლ როუზს, ჯგუფ Metallica-ს წევრებს, მოგვიანებით კი ჯასტინ ტიმბერლეიკზე გადაერთო. მაკნილი ტიმბერლეიკის სახლის ხშირი დაუპატიჟებელი სტუმარი იყო, სანამ 2009 წელს არ დააპატიმრეს, მორიგი სახლში შეჭრის მცდელობის დროს და არ გააგზავნეს ფსიქიატრიულ კლინიკაში. მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ქალს არ ჰქონდა არანაირი გადახრა და გამოუშვეს. ჯასტინის ადვოკატებმა კი მაინც მიაღწიეს იმას, რომ მაკნილს აეკრძალა მსახიობთან მიახლოება, თუმცა მან დაარღვია აკრძალვა და ერთი წლით ციხეში "გაემგზავრა". დაპატიმრებამაც ვერ შეაჩერა შეშლილი კარენი: იგი წერილებს წერდა ტიმბერლეიკს და ექსლ როუზს. უილიამ ლეპესკა-ანა კურნიკოვას ფანატიკოსი40 წლის უსახლკარომ აღიარა, რომ თავიდანვე კურნიკოვა რა შეყვარებია. ადრე ის მელანი ბრაუნზე გიჟდებოდა, ჯგუფიდან Spice Girls. "მე ერთი მუზიდან მეორე მუზაზე გადავერთე"-ირწმუნებოდა თავის ჩვენებებში უილიამი. შიშველმა ლეპესკამ კურნიკოვას მეზობლის ვილის ტერიტორიაზე შეაღწია და დაპატიმრებული იქნა იმ მომენტში, როცა ყვავილების გაზონზე იდგა და ყვიროდა "ანა მიშველე". პრადიპ მანკუონდა-მარკ ცუკერბერგის ფანატიკოსი2011 წელს Facebook-ის შემქმნელმა, მარკ ცუკერბერგმა მიიღო ორდერი, რომელიც 31 წლის პრადიპ მანკუონდას ავალდებულებდა, არ მიახლოვებოდა მას 300 იარდის მანძილზე.
საქმე იმაშია, რომ მანკუონდა დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა ცუკერბერგს და მის ოჯახს. თავის წერილებში ის ითხოვდა ფულს და ამტკიცებდა, რომ ის მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. "მე მზად ვარ მოვკვდე თქვენთვის"-წერდა იგი. სტალკერს არაერთხელ უცდია Facebook-ის ოფისში (ქალაქი პალო ალტო, კალიფორნია, აშშ) შეღწევა. დაკავებული იქნა დაცვის მიერ, ცუკერბერგის სახლში შეღწევის მცდელობის დროს. ჯეკ ჯორდანი-უმა თურმანს სდევნიდაჯორდანი დიდხანს სდევნიდა მსახიობს, თურმანს დიდი ძალისხმევა დასჭირდა მისი შეჩერებისთვის. ჯორდანი იმუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა, თუ თურმანს სხვა მამაკაცთან ნახავდა, და მსახიობს უგზავნიდა თავის ინტიმურ ფოტოებს. აუზის მწმენდავს (დიაგნოზით შიზოფრენია) მიუსაჯეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. მოგვიანებით ჯორდანი დააპატიმრეს გამოსაცდელი ვადის დარღვევის გამო. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ძალით ჰოსპიტალიზაციამაც კი არ უშველა, 2011 წელს იგი დააპატიმრეს მსახიობთან დარეკვის გამო. აფინა როლანდო-ბრედ პიტის თაყვანისმცემელიერთხელ, აფინამ მსახიობის სახლში შეაღწია მისი არყოფნის დროს ღია ფანჯრიდან და პიტის შარვალში, ფეხსაცმელში, ქურთუკში და ქუდში გამოეწყო. იგი შემთხვევით დარაჯმა შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. დაპატიმრებისას ქალბატონი ამტკიცებდა, რომ მას უბრალოდ შესცივდა, ამასთან მას თან ჰქონდა წიგნი ჯადოქრობის შესახებ, სასიყვარულო წერილი ბრედ პიტისთვის და დიდი შტირი, ლენტებით მორთული. მეთიუ ჰუკერი-ნიკოლ კიდმანის ფანატიკოსიმეთიუ ჰუკერს დიდი გეგმები ჰქონდა: აშშ პრეზიდენტის პოსტი და ნიკოლ კიდმანთან რომანი. თუმცა რეალობამ თავისი კორექტივები შეიტანა მის ცხოვრებაში. რამოდენიმე თვის განმავლობაში, ჰეკერი მსახიობს სასიყვარულო წერილებს უგზავნიდა, პაემნებს უნიშნავდა, ურეკავდა მის აგენტს და კიდმანის სახლშიც კი ცდილობდა მისი შვილების მასწავლებლად მოწყობას. როცა მორიგ ჯერზე მიადგა კიდმანს ყვავილების თაიგულით წიგნის მაღაზიაში და პაემანი დაუნიშნა, მსახიობს მოთმინების ფიალა აევსო. ჰუკერს აუკრძალეს კიდმანის ოჯახთან მიახლოება. მოგვიანებით მეთიუ ჰუკერმა სარჩელი შეიტანა ნიკოლ კიდმანზე იმისთვის, რომ მან, მისი როგორც პრეზიდენტის კანდიდატის რეპუტაცია შელახა და მოითხოვა კომპენსაცია 200 მილიონი დოლარი. ჰუკერის სიტყვებით, კიდმანმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ მათი რომანტიკული ურთიერთობა დაეფარა. ტიმოტი სვიტი-ტეილორ სვიფტის ფანატიკოსისვიტმა ერთი წლის განმავლობაში პოპულარულ მომღერალს და მსახიობს, ტეილორ სვიფტს 700 შეტყობინება გაუგზავნა. იგი მას გულსა და ხელს სთავაზობდა, იმუქრებოდა, რომ მოკლავდა ნებისმიერს, ვინც მათ შორის ჩადგებოდა, დასცინოდა მის მუსიკას და ბოი-ფრენდებს. ერთხელ კონცერტის დროს, სცენაზეც კი აიჭრა და წერილი გადასცა. სცენიდან რომ ჩამოეყვანათ, დაცვის დახმარება გახდა საჭირო. შედეგად ტიმოტის აეკრძალა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ტეილორთან და მისი ოჯახის წევრებთან 100 იარდზე მიახლოება. იხილეთ შემდეგი:ცნობილი სახეების შეშლილი თაყვანისმცემლები და ფანატიკოსები. ნაწილი I აი, რატომ ირგებენ დიდი ზომის ფეხსაცმელებს ცნობილი სახეები თურმე მილიონერებიც ჩამოფასებულ ტანსაცმელს ყიდულობენ და იაფფასიან სასადილოებში იკვებებიან ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური ანდერძები როგორები იქნებოდნენ დღეს, ადრე გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები ნაკლებად ცნობილი ფაქტები ცნობილი ფილმების შესახებ როგორ იღებენ სინამდვილეში ჰოლივუდის ფილმებს 416 5-ს მოსწონს
|