x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გავრცელებული ფაილების მიხედვით, მეუფე ნიკოლოზი რუსეთს ლუგარზე ინფორმაციას აწვდიდა
imageფარული მიყურადების ფაილებში, რომელიც გუშინ 13 სექტემბერს გავრცელდა საპატრიარქოზე. წერია, რომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაციას აწვდიდა.


დოკუმენტებში თითქოსდა წერია, რომ მეუფე ნიკოლოზი მის მეგობარს, რუსეთის მოქალაქეს, ინფორმაციას 2013 წლიდან აწვდიდა.


"განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ნ.ფაჩუაშვილის მეგობარი, რუსეთის მოქალაქე, ლოლიტა ვლადიმერის ასული დანილინა. მათი შეხვედრები ხორციელდება როგორც ფაჩუაშილის ვიზიტისას მოსკოვში, ასევე საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ფაჩუაშვილი ხ. გოგორიშვილისგან და ხ.ოჩიაურისგან, ასევე, მ. მაჭავარიანისგან მიღებულ ინფორმაციებს დაუყოვნებლივ აწვდიდა დანილინას. არაერთგზის დაფიქსირდა დანილინას საეჭვი ინტერესები საქართველოში არსებული პოლიტიკური და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ. "

კერძოდ, ფაჩუაშვილმა 2013 წლის აგვისტოს თვეში ინტერნეტის საშუალებით დანილინას გადაუგზავნა ინფორმაცია თბილისში, კახეთის გზატკეცილი N16-ში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის შესახებ, სადაც 2013 წელს შემოწმების მიზნით იმყოფებოდა რუსული დელეგაცია გენადი ონიშენკოს წარმომადგენლების თანხლებით. მიტროპოლიტი დანილინას უგროვებდა ინფორმაციებს და ინტერნეტ პროგრამა სკაიპის მეშვეობით აწვდიდა მას". - წერია დოკუმენტში ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით.


მეუფე ნიკოლოზმა მის მიმართ წამოყენებულ ბრალდებაზე კომენტარი მალევე გააკეთა:



"რადგან დანაშაული ჩადენილია, ესე იგი, დამნაშავე არსებობს. დანაშაული ნამდვილად არის ჩადენილი, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ყველამ თავის ადგილზე ვიშრომოთ. მე სასულიერო პირი ვარ და მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ, თქვენ ჟურნალისტი ხართ, სწორი პოზიცია უნდა აირჩიოთ და უნდა იცოდეთ, რაზე მოახდინოთ რეაგირება და რაზე არ მოახდინოთ. რამდენიმე ტელევიზიამ მთხოვა კომენტარი, მე ყველას ვთხოვე, რომ გამომიგზავნეთ ეს მასა, რომ ვიცოდე რაზეა ლაპარაკი, ვერცერთმა ვერ გამომიგზავნა, იმიტომ, რომ ეს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა. თქვენ მიიღეთ ეს მასალები, რამდენიმე ტელევიზიამ მიიღო და არცერთ ტელევიზიას რეაგირება რომ არ მოეხდინა, ვერავინ ვერ გაიგებდა და დანაშაულიც აღარ იქნებოდა"



შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს. "მთავარი არხის" ინფორმაციით დიდი ალბათობით იგი სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლი აკაკი ნემსაძეა, რომელმაც 2 თვის წინ, 8 ივლისს თავი მოიკლა.


ფაილებში ასახულია ასობით სასულიერო და საერო პირის, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ბრიფები და საუბრების ყოველდღიური ჩანაწერები, მათ შორის, საუბრები მედიის წარმომადგენლებთან. ჩანაწერების ნამდვილობა დაადასტურეს ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა, მედია მენეჯერბმაც. აქვე მოცემულია ინფორმაცია რელიგიური კონფესიების იერარქებსა და მათ საქმიანობაზე. მასალები ასევე მოიცავს ცნობებს არასამთავრობო და LGBT ორგანიზაციებზე.

ინფორმაცია დაყოფილია თარიღებით – წლების, თვეების, დღეების მიხედვით. ფაილები თემატიკის მიხედვით არის განაწილებული კონკრეტული დასათუარებით: "მრუშები", "ნაცებთან კავშირები", "კომპროები", "LGBT ორგანიზაციები", "ეპისკოპოსების კავშირები", "კრიმინალი და ნარკომანია", "მმკ - ბაზა", "რუსული გავლენა", "სასულიერო პირები, რომლებმაც, შესაძლოა, წინასაარჩევნოდ იაქტიურონ", "სამება ვითარება", "ოპოზიციურად განწყობილი პირები 2018", "საფრთხეები", "სუკ-ის აგენტები", "სტოლბიკები 2018" და სხვა.



მაგალითად, ფაილში "მრუშები", ჩამოთვლილია ის სასულიერო პირები, რომლებსაც ინტიმური კავშირი ჰქონდათ მონაზვნებთან ან სხვა ქალებთან.

0
304
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0