ასტროლოგია "მომდევნო თვენახევარი გართულდება არჩევანის გაკეთება, თუმცა ეს არჩევანი მაინც უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში..." - რას წერს ასტროლოგი 2021, 14 სექტემბერი, 0:16 რას მოიტანს სექტემბრის მეორე ნახევარში და ოქტომბერში მზე-მარსის შეერთება?! - ამ შეკითხვაზე ვრცელ პასუხს ასტროლოგი რამაზ გიგაური "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს: "მზე-მარსის შეერთება მთელი სექტემბრის განმავლობაში აქტუალური იქნება. თუმცა ეს განსაკუთრებით გააქტიურდება 12 სექტემბრიდან და მისი გავლენა ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება (ამ შეერთების პიკად სექტემბრის ბოლო დღეები და ოქტომბრის პირველი დეკადა უნდა მოვიაზროთ). მზე ასტრონომიულად, ბუნებრივია, ვარსკვლავია, თუმცა ასტროლოგიურად ის, ისევე როგორც მარსი „იან“ (მამრული) ენერგიის პლანეტად ითვლება. მათი შეერთება ბუნებრივია გააძლიერებს მამრულ გამოვლენას. ეს იქნება ენერგიულობა, აქტიურობა, ამბიციურობა, გაბედულება, აგრესიულობა და კონფლიქტურობაც კი. ამ შეერთების დროს მზე ქალწულის, ხოლო მარსი - სასწორის ზოდიაქოში იქნება, თუმცა 23 სექტემბრიდან, მზეც სასწორში გადაინაცვლებს და მთლიანად ეს სასწორის „ფილტრაციით“განვითარდება. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მზე, ისე მარსი სასწორის ზოდიაქოში სუსტად ვლინდება. მზე სასწორში დაცემულ (Fall), ხოლო მარსი - გამოძევებულ პოზიციაშია (Detriment). მიუხედავად ამისა, ეს 1, 5 თვიანი პერიოდი მოიტანს საქმიანობაში არჩევანის გაკეთების აუცილებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებში გაძლიერდება დეტალების მიმართ ყურადღება, ბევრ დროს და ენერგიას წაიღებს წვრილმანი საკითხების მოგვარება და გართულდება არჩევანის გაკეთება. თუმცა ეს არჩევანი მაინც უნდა გაკეთდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია 9-10 ოქტომბრიდან ნელ-ნელა შემცირდეს შექმნილი პერსპექტივების გამოყენების შესაძლებლობა. მზე - ეს ინდივიდუალიზმია, ამიტომ სექტემბრის მეორე ნახევარშია საჭიროა იმის გაცნობიერება, თუ რა უნდა თვითონ ადამიანს. აქ უნდა დავსვათ კითხვა „რა მინდა მე?“ მარსი - ეს არის ბრძოლა და დინამიზმი. ამიტომ კონკრეტული ენერგია (ფიზიკური, ფინანსური და ა. შ.) უნდა დაიხარჯოს იმისათვის, თუ რა მიზანიც დაისახა ადამიანმა (ზუსტად გაიგო რა უნდოდა) - მიაღწიოს და მიიღოს. ვინც სექტემბრის მეორე ნახევარში ზუსტად ჩამოაყალიბებს რა უნდა, დაისახავს მიზანს, შეიმუშავებს გეგმებსა და მოძებნის კარგ პარტნიორებს, მაშინ ოქტომბერში ამ მიზნებს დიდი ალბათობით მიაღწევს კიდეც. უნდა აღინიშნოს ერთი გარემოებაც, ამ შეერთებისას მარსის სიჩქარე ბევრად აჭარბებს მზისას, ამიტომ აჩქარებულობამ, უხეშობამ, აგრესიამ და პარტნიორების პოზიციების უგულვებელყოფამ მოსალოდნელია სერიოზული შეცდომების დაშვება გამოიწვიოს. აქ მნიშვნელოვანი იქნება პარტნიორობის მომენტი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს შეერთება ადამიანს ინდივიდუალური მოქმედებებისკენ უბიძგებს, უპირატესობას უფრო პარტნიორული მოქმედებებით მიიღწევა, ამიტომ მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანის გვერდით როგორი პარტნიორები იქნებიან". ასევე ნახეთ:როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან
"კიბო არ არის მომაკვდინებელი, ის ბოლო გაფრთხილებაა, რომ..." - ამერიკელი ფსიქოლოგის საოცარი დასკვნა დაავადების მიზეზებსა და მკურნალობაზეყველა ავადმყოფობის სათავე ჩვენს ფსიქიკაშია - რომელ ავადმყოფობას რა იწვევს და როგორ უნდა მოვირჩინოთ თავისიღარიბის მშობელი მენტალიტეტია და არა ყოფა - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშიამიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილისექტემბრის ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვის ელის დაწინაურება, სარფიანი წინადადებები და შემოსავლის ზრდასექტემბრის 10 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ - რომელი დღე იქნება ყველაზე დაძაბული და მოულოდნელობებით აღსავსე ზოდიაქოს ნიშნებისთვისმომდევნო ერთი თვის პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით - კონკრეტული რჩევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის439 შეფასება არ არის
|