სხვა აბსურდული არგუმენტები და განცხადებები სასამართლო სხდომაზე, რამაც ბრალდებულები ციხისგან მართლა იხსნა 2021, 13 სექტემბერი, 10:53 კრეატიულ ადვოკატზე უკეთესი რა შეიძლება იყოს? მას ხომ ისეთი აბსურდული მიზეზების მოფიქრება შეუძლია თავისი კლიენტისთვის, რომ გარანტირებული ციხეც შეიძლება აარიდოს. წარმოგიდგენთ სასამართლო სხდომებზე ყველაზე აბსურდულ განცხადებებს, რომლებიც ბრალდებულებს მართლა დაეხმარათ: 1. იაპონელი ქალი სერენა კოზაკურა, რომელიც საცურაო კოსტუმების მოდელად მუშაობდა დაკავებამდე, გაასამართლეს კერძო საკუთრებაში შეჭრისა და ქონების განზრახ დაზიანებისთვის. კერძოდ, პროკურორებმა მოითხოვეს, რომ მოდელი 14 თვით დაესაჯათ იმ მიზეზით, გოგონამ შეყვარებულის ღალატზე გამოჭერის მიზნით, მისი ბინის კედელში ხვრელი გააკეთა, შიგნით შეაღწია და რაც გზაზე შეხვდა ყველაფერი დალეწა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალმა მოწმემ დაინახა და დაადასტურა გაცეცხლებული ქალის ქმედება, მაგრამ სერენას დასაცავად კიდევ ორი მოწმე წარსდგა. სერენამ თავის დასაცავად თქვა, რომ მისი შთამბეჭდავი ბიუსტის გარშემოწერილობა დაახლოებით 100 სანტიმეტრია, რითაც უბრალოდ ფიზიკურად ვერ გადაძვრებოდა 70 x 20 სმ ზომის ხვრელში. ხანგრძლივი გაზომვების, საგამოძიებო ექსპერიმენტებისა და მათემატიკური გამოთვლების შემდეგ, სასამართლომ მიიღო ასეთი პიკანტური არგუმენტი და გოგონა გაათავისუფლა. ასევე, იგივე მიზეზით გაათავისუფლეს აშშ-ში ქალი სახელად გერალდინ რიხტერი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია დაკავებისას. 664 2-ს მოსწონს
|