x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ყველაზე სასტიკი მტრები საქართველოსი ქართველი ემიგრანტები არიანო​…" - რას წერს რობერტ სტურუა

image


რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა პოსტს ავრცელებს და სოციალურ ქსელში იმ სკანდალური წერილს შესახებ წერს, რომელიც მან ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო. რეჟისორის თქმით, ის წერილის ავტორის ვინაობას ვერ გაამხელს, თუმცა მის მოკლე შინაარს პოსტის სახით მაინც გადმოსცემს:"კიდევ ერთი მიმართვა ბატონ რეზო ამაშუკელს. ბატონო რეზო, შეერთებულ შტატებიდან ფრიად საინტერესო მესიჯი მივიღე. მთლიანად არ გამოაქვეყნოო – მთხოვს წერილის ავტორი(ეშინია?)! ვეცდები მოკლე შინაარსის გადმოცემას! ძალიან მოკლეს!

1. ყველაზე სასტიკი მტრები საქართველოსი ქართველი ემიგრანტები არიანო – არაადამიანური სურვილებით შეპყრობილნიო​ (მე ვიტყოდი, როგორც აქ, გაუბედურებულ სამშობლოში! ) მაშ ასე ემიგრანტის ცისფერი ოცნება:

გრინ კარტა (ბევრს უკვე აქვთ!), ამერიკული პასპორტი ( მალე ექნებათ!), სარფიანი სამსახური (იქაც ფულის შოვნა), ბინა, სახლი, აგარაკი ( მაიამისთან ახლოს და აუცილებლად აუზით), საქართველოს და ქართველების გინება და სააკას ქება-დიდება, ( ხედავენ ამერიკელებს მაინც რომ მოსწონთ ეს პოლიტიკური გვამი, მიუხედავად იმისა რომ კარგად იცის CIA-მ ამ სისხლით მოსვრილი არაქართველის საძაგლობანი!) და სასაცილო ის არის, რომ იმ ჭკუათხელი დიქტატორის რეჟიმს საელჩოს თანამშრომლებისთვის მიცემული დიდი ქრთამების საშვალებით ძლივს გაექცნენ ტირანს! და…

2. საქართველოში უცხოეთის საელჩოებში შეგზავნილი საქართველოს მტრები – ნაცისტი-გოგოშკები, რომლებიც დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან უცხო ქვეყნების ელჩებს!” ეს წერილის მოკლე შინაარსი გახლავთ…ძალიან მოკლე! პატიოსანმა(იშვიათობაა დღეს) ქართველმა გადმომიგზავნა!

ცრემლმორეული შესცქერის ამ გადაგვარებულ ხალხს – ერის გამყიდველებს და ფიქრობს, რომ ჩვენც აფგანეთის ბედი გველის!

P.S. წერილის ავტორს, როგორც მთხოვეს, არ ვასახელებ, " – ვკითხულობთ რობერტ სტურუას ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.





0
429
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
429