ფეხბურთი საქართველოს ნაკრებმა ღირსეულად წააგო 2012, 12 სექტემბერი, 0:09 დღევანდელ დღეს, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის. მიუხედავად უამრავი დამცინავი წინარე კომენტარებისა და საქართველოს ნაკრების განადგურებაზე ლაპარაკისა, პროგნოზები არ ახდა. დღეს ქართველმა გულშემატკივარმა სტადიონი შეავსო და ისე უქომაგა ჩვენს ბიჭებს როგორც იშვიათად თუ უქომაგიათ. ქართველმა ფეხბურთელებმა კი გააკეთეს ყველაფერი რაც შეეძლოთ, მაქსიმალურად დადეს თავი. ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან 86 წუთამდე მშრალად შევინახეთ კარები. გვქონდა 2 რეალური საგოლე მომენტი. რო გაგვმართლებოდა მოგებაც კი რეალური იყო, გაიხსენეთ 52 წუთი. ჩვენ ყველასგან ბიჭებს დიდი მადლობა ეკუთვნით. განსაკუთრებით კი დღევანდელი თამაშიც გმირს გიორგი ლორიას. ამ თამაშიც შემდეგ იმედი მაქვს ქართველი გულშემატკივარი ასევე გააგრძელებს ქომაგობას და ირწმუნებს რომ ჩვენც შეგვიძლია ფეხბურთის თამაში, თანაც ისეთ ნაკრებთან, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერია. წარმატებები! 179 7-ს მოსწონს
|