x
მეტი
  • 26.09.2021
  • სტატია:114563
  • ვიდეო:353949
  • სურათი:488126
სსრკ- აშშ - ავღანეთი... ეს ყველაფერი რაღაც ალოგიკურია
image


სსრკ ავღანეთში იყო 10 წელი. მის მხარდაჭერილ რეჟიმს უპირისპირდებოდა პრაქტიკულად ყველა, . ოპოზიციას აქტიურად და ღიად ეხმარებოდა დასავლეთი, პაკისტანი, ირანი, ჩინეთი, ცალკეული იაპონელი მოხალისეებიც კი იბრძოდნენ მოჯაჰედების მხარდამხარ.

აშშ ავღანეთში უკვე 20 წელია. მის გარდა, მთავრობას მხარს უჭერს თითქმის ყველა ცივილიზებული ქვეყანა. ოპოზიციას - თალიბანს ღიად მხარს არ უჭერს არავინ, მაქსიმუმ ჰქონდეთ მხარდაჭერა პაკისტანის რაღაც წრეებში, ჩინური იარაღის გარკვეული მიწოდებები. ჯამში, ეს ზღვაში წვეთია იმ მხარდაჭერასთან რაც სსრკ-ს დროინდელი ავღანეთის მთავრობის ოპოზიციას გააჩნდა.


სსრკ-ს ავღანეთიდან გასვლის შემდეგ ნაჯიბულას რეჟიმმა 3 წელიწადზე მეტი გაძლო, როდესაც ის დაემხო, სსრკ აღარც არსებობდა.


აშშ ჯერ არც გასულა ავღანეთიდან, ხოლო აშრაფ ღანის მთავრობა პრაქტიკულად დამხობილია - ამ წუთებში თალიბანი უკვე ქაბულის გარეუბნებში იმყოფება. ყველა ძირითადი ქალაქი რამდენიმე დღეში დაეცა.

ეს ყველაფერი ლოგიკაში რთულად ჯდება.
1
150
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
Mediator image
Mediator image
150
  
12 სექტემბერი, 20:41
ყველაფერი ლოგიკურია.... ეს არის მორიგი სცენარი, რომლის მიზნის მისაღწევადაც ყველანაირი მეთოდი ამართლებს მისი ავტორებისთვის.....
0 1 1