საბუნებისმეტყველო
დადგა დრო, როცა დუმილი მართლაც ოქროა
2021, 12 სექტემბერი, 2:44
სოციალურ ქსელში არ ცხრება კამათი და მსჯელობა ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
ეს კანტის და ჰეგელის რთულმეტყველების მიბაძვა და სამეცნიერო ტერმინების უადგილო რახარუხი ახალი ჭიურია. ამოყარეს საფლავებიდან ერლიხი, მედავარი და ლედერბერგი...ზოგმა ლამის "სამედიცინო დისერტაციების" წერა გააჩაღოს.
როცა ამ აურზაურს რომ უყურებ, ძველაღმოსავლურ სტილში იწყებ ფიქრს. ეს კი დაახლოებით ასე ითარგმნება: თუ ადამიანი მოხვდები იქ, სადაც სიბნელეა და ხალხი წყვდიადში დააბოტებს, ჯობია როგორმე მოახერხო და აანთო ერთი პატარა სანთელი მაინც, ვიდრე დაეყუდო და სამეცნიერო ლექციების კითხვას შეუდგე სიბნელის მავნებლობაზე...
ახლა გარშემო ბნელა და მარტო სოც.ქსელური ლექცია და დისკუსია გაანათებს ვითომ?...
უკვე დადგა დრო, როცა დუმილით უფრო მეტის თქმა და კეთება შეიძლება....