სისხლის სამართალი შანაე ბრუკის მკვლელი მისივე მეზობელი რაფიელ მუსაგალოვი აღმოჩნდა 2021, 8 სექტემბერი, 19:01 როგორც გაირკვა, ავსტრალიის მოქალაქე შანაე ბრუკის მკვლელი, მისივე მეზობელი, 33 წლის რაფიელ მუსაგალოვია, რომელიც იქვე შანაეს მეზობლად გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა.
მუსაგალოვის მიზანი იყო შანაე ბრუკის "აიფონ-12“-ის ხელში ჩაგდება, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია, რადგან გოგონამ ის ქვემოთ, ხრამში მოისროლა. როგორც ირკვევა, მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაულის ადგილზე დანით ხელი გაიჭრა და ადგილზე მისი სისხლის კვალი დარჩა. სწორედ გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა ბრალდებულის დნმ და მისი ვინაობაც. როგორც ირკვევა მას მიმალვა არც უცდია, 40 დღის შემდეგ სამართლადამცავებმა იგი მკვლელობაში ბრალდებულს მიმალვა არც უცდია და ის სამართალდამცველებმა საკუთარ სახლიდან აიყვანეს. შეგახსნებთ, დღეს შსს-ში გაიმართა საგანგებო ბრიფინგი, სადაც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა მურადაშვილმა განაცხადა, რომ 31 წლის შანეა ბრუკის მკვლელობის საქმე გახსნილია, ავსტრალიელი მასწავლებლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1988 წელს დაბადებული რ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სასჯელის სახით მას 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შეგახსენებთ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა, მის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. ის წერდა, რომ შანაე ბრუკიმ მას Whatsapp-ში დაურეკა და დახმარება ითხოვა. ყვიროდა და ამბობდა, რომ თავს დაესხნენ. ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.ახალგაზრდა ქალი ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში ინგლისურ ენას ასწავლიდა მოწაფეებს. 288 4-ს მოსწონს
|