მოგზაურობა უჩვეულო ზღაპრული ციხესიმაგრე გერმანიაში 2012, 11 სექტემბერი, 20:16 გერმანიია ფედერა-ლური მიწა ჩრდილო რეინის სამხრეთ ნაწილში, ვესტფა-ლიაში მდებარეობს გასაოცარი ციხესიმაგრე, რომელიც გვაოცებს თავისი სილამაზით და ფასადების დახვეწილობით. დრაჰენბურგის ციხესიმაგრე წინა საუკუნეში ძალზე პოპულარული ნეოგოთიკური სტილის თვალსაჩინო ნიმუშია.
ციხესიმაგრე რეინის მარჯვენა სანაპიროზე დრაჰენფელსის მთის ფერდობზე დგას. ამ შესანიშნავი ნაგებობის აშენება ბარონმა სტეფან ფონ ზატერმა გადაწყვიტა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ბირჟაზე ხანგრძლივი მოღვაწოების შედეგად დიდი ფული დააგროვა.
ციხესიმაგრის მშენებლობაზე მხოლოდ სამი წელი დაიხარჯა 1882-1884 წლები. არქიტექტორებად ბარნმა ადგილობრივი დიუსელდორფელი მშენებლები ლეო ფონ აბემა და ბერნარდ ტუსჰაუსი დაიქირავა. მშენებლობის ბოლოს კი მოიწვია გამოჩენილი გერმანელი არქიტექტორი ვილჰელმ ჰოფმანი.
დრაჰენბურგი აშენებულია უნიკალურ სტილში, სადაც შერწყმულია ციხესიმაგრისა და სასახლის არქიტექტურის სტილები. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ მასში უფრო ციხესიმაგრის სტილი ჭარბობს, მიღებულია მისი ციხესიმაგრედ მოხსენიება.
1902 წელს ბარონი გარდაიცვალა, თანაც არ დაუტოვებია პირდაპირი მემკვიდრეები, ამიტომ ციხესიმაგრე ნათესავის იაკობ ბიზენბაჰის განკარგულებაში გადავიდა, რომელმაც აქ ფეშენებელური სასტუმრო მოაწყო. 227 7-ს მოსწონს
|