წარმოგიდგენთ ხილის და ბოსტნეულის სახეობებს, რომელთა შესახებ შეიძლება არც კი გსმენიათ:
1. რომანესკოს კომბოსტო
უცხოპლანეტელს წააგავს რაღაცით, თუმცა ის ყვავილოვანი კომბოსტოს და ბროკოლის უახლოესი ნათესავია. რომანესკოს მრავალი სასარგებლო მივთიერება და ცოტა ბოჭკო აქვს, რის შედეგადაც ადვილად მუშავდება.
2. საზამთროსებრი ბოლოკი
ჩვეულებრივი ბოლოკისგან განსხვავებით, ის ღია ფერისაა გარედან და შიგნით წითელი დაჰკრავს. გარსი მომწარო აქვს, ხოლო შუაგული ტკბილი.
3. პლუოტი
ეს ხილი ქლიავის და გარგარის ნაჯვარია, გემოთი ის უფრო ქლიავს წააგავს, თუმცა უფრო დიდი ზომის და უფრო წვნიანია. პლუოტისგან ღვინოსაც კი ამზადებენ.
4. იასამნისფერი კარტოფილი
მის შექმნაზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ მეცნიერები კოლორადოს უნივერსიტეტში. კარტოფილის ეს მდიდარი ფერი განპირობებულია ანთოციანინების მაღალი შემცველობით, რომლებსაც აქვთ ანტიოქსიდანტური თვისებები, რაც მომზადების შემდეგაც ნარჩუნდება. გემოთი კი ჩვეულებრივი კარტოფილისგან არ განსხვავდება.
5. ბროკოლინი
ძნელი დასაჯერებელია, რომ ბრიუსელის კომბოსტო, სავოის კომბოსტო, ბროკოლი და კოლრაბი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ცოტა ხნის წინ, კომბოსტოს რიგში იყო დამატება. ბროკოლისა და გაილანის (ჩინური ბროკოლი) შერწყმით კი ბროკოლინი გამოვიდა. მას არ აქვს ბროკოლისთვის დამახასიათებელი გემო, არის მომწარო ოდნავ ტკბილი ნოტებით და რაც მთავარია დაბალკალორიულია.
6. ნეში
ნეში ვაშლის და მსხლის ჰიბრიდია, მას სხვაგვარად აზიურ, იაპონურ მსხალსაც ეძახიან. ჰიბრიდის ეს სახეობა აზიაში რამდენიმე ასეული წელია რაც არსებობს.
7. იუზუ
იუზუ, ან იაპონური ლიმონი, არის მანდარინის და იჩანგ პაპედას ჰიბრიდი (დეკორატიული ციტრუსი). მას მკვეთრი არომატი და მჟავე გემო აქვს. იუზუ უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება პარფიუმერიისათვის. მას საოცარი არომატი აქვს- ციტრუსი, ფიჭვის ნემსების ნოტებითა და ყვავილოვანი ნიუანსებით. იუზუს ცედრა ერთ -ერთი ყველაზე პოპულარული იაპონური სანელებელია. იგი გამოიყენება ხორცისა და თევზის კერძებისთვის, მისოს წვნიანისთვის, ლაფშისთვის. მისგან მზადდება ასევე ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, მურაბები, სიროფები, დესერტები.
8. კივანო
კივანოს ეძახიან რქოვან ნესვს, ასევე აფრიკულ კიტრს და ინგლისურ პომიდორს. ეს მცენარე აფრიკიდანაა და მიეკუთვნება ნესვისა და კიტრის ოჯახს. კივანო ასევე გაშენებულია კალიფორნიასა და ახალ ზელანდიაში. მცენარე ცნობილია თავისი უჩვეულოდ ლამაზი ნაყოფით. ყვითელია, ოდნავ წააგავს ნესვს, მაგრამ წერტილოვანია კონუსური, წვეტიანი ამობურცულებით.
კივანოს აქვს ტკბილი და მჟავე გემო, რომელიც მოგაგონებთ ან კიტრს, ან ნესვს, ლაიმს ან ბანანს. კივანოს გამოყენების მრავალი გზა არსებობს იყენებენ როგორც სამზრეულოში, ასევე დეკორაციადაც.