12 საინტერესო ფაქტი ალბერტ აინშტაინის ცხოვრებიდან, რომელთა შესახებ შეიძლება არ გსმენიათ
ალბერტ აინშტაინი XX საუკუნის უდიდეს მეცნიერადაა მიჩნეული, წარმოგიდგენთ საინტერსო ფაქტებს ცნობილი ფიზიკოს-თეორეტიკოსის ცხოვრებიდან, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ.
1. როდესაც პატარა დაიბადა, მისი კეფა ზედმეტად მსხვილი ჩანდა, ამიტომ მშობლებს რაღაც ანომალია ეგონათ, რამდენიმე კვირის შემდეგ კი მან ნორმალური ზომა მიიღო.
2. ამბობენ, რომ აინშტაინი მათემატიკის გამოცდაში ჩაიჭრა, თუმცა ეს მხოლოდ მითია და მეტი არაფერი. “ მათემატიკასთან პრობლემა არასოდეს მქონია, 15 წლისამ უკვე ავითვისე დიფერენციალური და ინტეგრალური გაანგარიშება".
3. ლიზერლ აინშტაინი იყო ალბერტისა და მისი პირველი ცოლის, მილევა მარიჩის პირველი შვილი. მიუხედავად ამისა, არ არსებობს ოფიციალური ჩანაწერები გოგონას შესახებ, გარდა წერილებისა აინშტაინსა და მის ცოლს შორის. სავარაუდოდ, ბავშვი ფსიქიკური აშლილობით დაიბადა.
4. მილევაზე დაქორწინებისას აინშტაინმა მისთვის წესები შეადგინა, რომლის მიხედვით, ცოლს უნდა გამოეკვება ის დღეში სამჯერ, უნდა გაჩუმებულიყო როცა სთხოვდა და არ უნდა მოეთხოვა ფიზიკური სიახლოვე.
5. ჯერ კიდევ მილევასთან ქორწინების დროს აინშტაინი თავის დეიდაშვილს, ელზას ხვდებოდა, პირველ ცოლთან განქორწინების შემდეგ სწორედ ის მოიყვანა ცოლად.
6. აინშტაინმა ნობელის პრემია არა ფარდობითობის თეორიისათვის მიიღო, არამედ ფოტოელექტრული ეფექტის თეორიისათვის.
7. პრიზისთვის მიღებული თანხა აინშტაინმა მისი შვილების, ჰანსის და ედუარდის შემნახველ ანაბრებზე ჩარიცხა.
8. ლაბორატორიული ექსპერიმენტების ნაცვლად, აინშტაინის უდიდესი აღმოჩენები მის ფიქრებში ვიზუალიზაციით მოხდა. ამას აზრობრივი ექსპერიმენტი უწოდა. ფარდობითობის თეორია ასევე აზრობრივი ექსპერიმენტის შედეგია.
9. გალილეო გალილეი აინშტაინის საყვარელი მეცნიერი იყო.
10. მეცნიერს არასოდეს ჰყოლია სკუთარი ავტომობილი
11. აინშტაინის ტვინი მეცნიერის სიკვდილისთანავე ამოიღეს. ამოჭრეს ასევე თვალებიც.
12. მეცნიერი თითქმის არასდროს შორდებოდა თავის ვიოლინოს და მოგზაურობების დროსაც თან დაატარებდა.