ასტროლოგია სექტემბრის ჯანმრთელობის ჰოროსკოპი - ვის რას ურჩევენ ასტროლოგები თვის ბოლომდე 2021, 5 სექტემბერი, 19:42 ვერძი 16 სექტემბრამდე სამსახურის საქმეებში თავით იქნებით გადავარდნილი. დაიცავით საკუთარი თავი სტრესისგან, გადაღლისგან. ნუ დაძაბავთ გონებას, თვალებს. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. სექტემბრის ბოლო უმჯობესია, საყვარელ ადამიანთან ერთად ზღვაზე გაატაროთ. 7 სექტემბრის შემდეგ დაიწყეთ დიეტა. იზრუნეთ ორგანიზმის გაჯანსაღებაზე, ჩაიტარეთ სამკურნალო პროცედურები. სამსახურში შეადგინეთ მუშაობის თქვენზე მორგებული გრაფიკი. ახალი ბიზნესის დაწყებამდე ყველა ნაბიჯი დეტალურად გათვალეთ. 20 სექტემბრის შემდეგ მოგინდებათ განმარტოება, საკუთარ თავში, სურვილებში გარკვევა. შეიძლება მიიღოთ თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი. ან ადრე შესრულებული პროექტისგან - სარგებელი. კურო ენერგიული და ხალისიანი ხართ. მომართული ხართ გართობაზე, დროის მხიარულად გატარებაზე. კარგი იქნება, თუ შუა სექტემბრიდან დაიწყებთ ვარჯიშს, დიეტას. ამავე პერიოდიდან მოერიდეთ გადაღლას და სტრესულ სიტუაციებს. 7 სექტემბრის შემდეგ მხიარულების, სურვილების ასრულების დრო დაგიდგათ. მოაწყვეთ დღესასაწულები, ჩართეთ ბავშვები. დაკავდით საყვარელი ჰობით, რამაც შეიძლება მატერიალური მდგომარეობაც კი გაგიუმჯობესოთ. 20 სექტემბრის შემდეგ მოერიდეთ დაპირისპირებას მეგობრებთან, თანამოაზრეებთან. შეიძლება გამოხვიდეთ ერთი ჯგუფიდან, კომპანიიდან, ორგანიზაციიდან და გაწევრიანდეთ ინტერესთა სხვა ჯგუფში. ტყუპი სხვებზე ზრუნვის გამო საკუთარ თავს ნუ დაივიწყებთ. ყველაფერი, რასაც სექტემბერში დაგეგმავთ, იდეალურად შესრულდება. მთავარია იყოთ თანმიმდევრული და დაკვირვებული. რუტინული საქმეები მეტ დროს დაგაკარგვინებთ. ქრონიკული დაავადებების გამწვავებას ნუ დაელოდებით, დროულად მიმართეთ ექიმს. 7 სექტემბრის შემდეგ სასიამოვნო სიახლეებს ელოდეთ. შეიძლება უძრავი ქონების ყიდვა ან მშენებლობა გადაწყვიტოთ. დააბალანსეთ სამსახურისა და სახლის საქმეები. მეტი მზრუნველობა გამრთებთ მშობლების მიმართ. 20 სექტემბრის შემდეგ გააქტიურდით სამსახურში. შეიძლება შედეგი მიიღოთ ადრე შესრულებული სამუშაოსთვის. ან თანმდებობა, თუ გსურდათ და მუშაობდით ამ მიმართულებით. ზოგიერთმა კი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს პროფესია. კირჩხიბი თვის დასაწყისში უამრავი საჯახო საქმე გექნებათ მოსაგვარელი და შეიძლება საკუთარი ჯანმრთელობისთვის ვერც კი მოიცალოთ. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან, ოჯახის წევრებთან. ნუ იქნებით აგრესიული. უმჯობესია, ზედმეტი ენერგია ფიზიკურ აქტიურობაში გადაიტანოთ. სექტემბრის ბოლოს მოერიდეთ ტრავმულობას. 7 სექტემბრის შემდეგ გააქტიურდებით, მიიღებთ საჭირო ინფორმაციებს. მოაწესრიგეთ დოკუმენტები, საბუთები. ეცადეთ, მეტად გეგმაზომიერი იყოთ. კარგი იქნება, თუ გაიღრმავებთ უცხო ენას. 20 სექტემბრის შემდეგ დიპლომატიურად დაიცავით თქვენი მოსაზრება. მოგეცემათ საზღვრების, ცნობიერების გაფართოების შანსი. ზოგიერთი შეიძლება ხანგრძლივ მოგზაურობაში გაემგზავროთ. გააუმჯობესეთ კავშირები უცხოელებთან. ლომი მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს მსხვილ-წვრილმან საკითხებზე. საკუთარი უფლებები დიპლომატიურად დაიცავით. შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა ტრავმამ. 7 სექტემბრის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. დამატებითი შემოსავლის მოძიებას. კარგი იქნება ფულის დაბანდება. მოერიდეთ ფულის ფლანგვას ყველაფერზე, რაც მოგეწონებათ. 20 სექტემბრის შემდეგ მოახერხებთ ვალებისგან გათავისუფლებას. კრედიტების დაფარვას. გათავისუფლდებით იმისგან, რაც გთრგუნავდათ. ზოგიერთი ფიზიკურ გარდასახვას გადაწყვეტს. ქალწული ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას. არ გირჩევთ მწარე კრიტიკას. არ გადაღალოთ თავი. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. მიეცით თავს უფლება, დაისვენოს, აღიდგინოს ენერგია. კარგი იქნება, თუ ჩაიტრებთ პროფილაქტიკურ გამოკვლევას. 7 სექტემბრის შემდეგ სიახლეების პერიოდი გეწყებათ და პირველ რიგში თავად უნდა შეიცვალოთ. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, თქვენი საუკეთესო თვისებები. 20 სექტემბრის შემდეგ დაიცავით ბალანსი საკუთარ და თქვენი პარტნიორის მოთხოვნებს შორის. ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა. ამ პერიოდში მოსალოდნელია მოლაპარაკებები, რაც განსაკუთრებულ შედეგს მოგიტანთ. ან შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, ვინც განსაკუთრებულ როლს ითმაშებს თქვენს ცხოვრებაში. სასწორი თვის დასაწყისში ყურადღებით იყავით, არ გაგირთულდეთ ქრონიკული დავადებები. კარგ შედეგს მოგიტანთ აღმოსავლური პრაქტიკები, ცურვა. ამასთან, გეკრძალებათ ნებისმიერი აზარტი, რეკორდის დამყარების სურვილი. 16 სექტემბრის შემდეგ მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა. 7 სექტემბრის შემდეგ გამოვლინდება ის, რაც აქამდე თქვენთვის დაფარული იყო. შეიძლება მოგიწიოთ დახურული ტიპის ორგანიზაციებთან თანამშრომლობამ. გირჩევთ, მეტად დაისვენოთ, დააგროვოთ ენერგია მომავალი მოქმედებისთვის. 20 სექტემბრის შემდეგ მოგემატებათ სტრესი დაგროვილი საქმეების, ვალდებულებების გამო. ზოგიერთმა შეიძლება დაკარგოთ სამსახური. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან. არ დაუშვათ შეცდომები მუშაობისას. მორიელი მეგობრებთან ერთად მოგინდებათ პიკნიკების მოწყობა, ქალაქგარეთ გამგზავრება ან სუფთა ჰაერზე გუნდურ თამაშებში ჩართვა. თვის მეორე ნახევარში მეტი სიფრთხილე მოგეთხოვებათ, რათა არ მიიღოთ ფიზიკური ტრავმა. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. 7 სექტემბრის შემდეგ გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში, მოგინდებათ მეგობრებთან ერთად ახალი საქმის დაწყება, ურთიერთობა. თანამოაზრეების დახმარებით შეძლებთ პირადი საქმიანობის განვითარებას. 20 სექტემბრის შემდეგ მოგინდებათ რომანტიკული თავგადასავლები, შემოქმედებითი პროექტების განხორციელება. ზოგიერთი გადაწყვეტს გაწყვიტოს კავშირი მომაბეზრებელ პარტნიორთან. მშვილდოსანი აქტიური ხართ პროფესიულ სარბიელზე. ეცადეთ, პერიოდულად დაისვენოთ. მოერიდეთ თავის გადაღლას. გაფრთხილდით, 16 სექტემბრის შემდეგ არავინ გამოგიყენოთ და სხვათა გამო არ დაიზაროლოთ საკუთარი თავი. ბუნებაში გასეირნება და პიკნიკები მეგობრებთან ერთად სასარგებლოდ წაგადებათ. მთავარია, არ იკამათოთ ახლობლებთან. 7 სექტემბრის შემდეგ მეტი ყურადღება მიაქციეთ მიზნებს, სურვილებს. პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. თუ გსურთ, ჩაეწერეთ სასაწავლო კურსებზე, რაც მომავალში პროფესიაში წაგადგებათ. 20 სექტემბრის შემდეგ მოაგვარეთ საოჯახო, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული, საქმეები. იყავით მოსიყვარულე მშობლებისა და შვილების მიმართ. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოთ რემონტი. თხის რქა აქტიური და ენერგიული ხართ. გადაადგილების, ყველაფერში გარკვევის და ყველაფრის მოგვარების სურვილი გაქვთ. თვის ბოლოს მოგინდებათ დაწინაურება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, ხშირად დაისვენეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და შეძლებისდაგვარად გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. არ გადატვირთოთ ფეხები. 7 სექტემბრის შემდეგ ხელი მოგემარებათ იურიდიულ საკითხებში, თუ სასამართლო საქმე გქონდათ აღძრული, თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. გადაწყვეტთ, სასწავლებლის ან საცხოვრებლის შეცვლას. 20 სექტემბრის შემდეგ შეიძლება გაიგოთ თქვენზე გავრცელებული ჭორები. ყურადღებით შეადგინეთ დოკუმენტები. მოგინდებათ ნათესავებთან შეხვედრა ზოგიერთს შეიძლება შინ უმასპინძლოთ. მერწყული 16 სექტემბრამდე მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს, საფრთხილო ქმედებებს. არ გარისკოთ. 16-ის შემდეგ საკუთარი მოსაზრებები დიპლომატიურად გამოთქვით. თუ საზღვარგარეთ აპირებთ გამზგავრებას გაითვალისიწინეთ აკლიმატიზაცია, თქვენი ჯანმრთელობის ნიუანსები. 7 სექტემბრის შემდეგ აკონტროლეთ ემოციები, ეჭვების გამო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. გაგიტაცებთ კრიმინალური და დეტექტიური სიუჟეტები, მაგრამ ეცადეთ, მათი მთავარი გმირი თქვენ არ იყოთ. 20 სექტემბრის შემდეგ საშუალება მოგეცემათ, დაფაროთ კრედიტი, გაისტუმროთ ვალები. მიიღებთ სარგებელს ადრე დაბანდებული ფულისგან. ამავე პერიოდში არ გირჩევთ ფულის ფლანგვას. თევზები თვის დასაწყისში ენერგია საკმარისი გექნებათ, რომ სასურველს მიაღწიოთ. ზოგიერთს დაუვიწყარი რომანტიკული და სექსუალური თავგადასავალი გელით. არ გადადოთ ხვალისთვის ის, რაც შეგიძლიათ დღეს გააკეთოთ. თვის ბოლოსკენ გაესინჯეთ სპეციალისტს. 7 სექტემბრის შემდეგ მოაგვარეთ იურიდიული საკითხები და გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. იყავით მომართული, რომ პარტნიორებთან მეგობრული კავშირი დაამყაროთ. 20 სექტემბრის შემდეგ მოერიდეთ კამათს საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. სხვა დროისთვის გადადეთ საქმიანი მოლაპარაკებები. ჩაიხედეთ საკუთარ თავში, გაერკვიეთ სურვილებში. შეიძლება გათავისუფლდეთ დრომოჭმულისგან, იმისგან, რაც სიამოვნებას აღარ განიჭებთ. ასევე ნახეთ:როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან
"კიბო არ არის მომაკვდინებელი, ის ბოლო გაფრთხილებაა, რომ..." - ამერიკელი ფსიქოლოგის საოცარი დასკვნა დაავადების მიზეზებსა და მკურნალობაზეყველა ავადმყოფობის სათავე ჩვენს ფსიქიკაშია - რომელ ავადმყოფობას რა იწვევს და როგორ უნდა მოვირჩინოთ თავისიღარიბის მშობელი მენტალიტეტია და არა ყოფა - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშიამიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილისექტემბრის ფინანსური ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვის ელის დაწინაურება, სარფიანი წინადადებები და შემოსავლის ზრდასექტემბრის 10 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ - რომელი დღე იქნება ყველაზე დაძაბული და მოულოდნელობებით აღსავსე ზოდიაქოს ნიშნებისთვის472 შეფასება არ არის
|