x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ირანი საკუთარი ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპზეა
image

ირანის ხელისუფლებამ დაიწყო მეორე ირანული კორონავირუსის ვაქცინის, Razi Cov Pars გამოცდის მესამე ეტაპი. ამის შესახებ 5 სექტემბერს იტყობინება PressTV


აღინიშნა, რომ მესამე ეტაპი ჩატარდება თეირანისა და ალბორზის პროვინციებში, მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 40 ათასი მოხალისე. ამავე დროს, ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის ირანული ფარმაცევტული კომპანიები შეძლებენ ახალი ვაქცინის დაახლოებით 15-20 მილიონი დოზის წარმოებას.


ვაქცინა Razi Cov Pars -ი იქნება სამდოზიანი რომელთაგან ორი არის საინექციო და ერთი ინტრანაზალური, ანუ სპრეის სახით.



ირანმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს დაიწყო მოსახლეობის უფასოდ, ნებაყოფლობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია .ირანი აცრებისთვის იყენებს ჩინური კომპანია Sinopharm-ის, ინდური კომპანია Bharat Biotech-ის, რუსული Спутник V-ის, ბრიტანულ-შვედურ AstraZeneca -ს და ადგილობრივ ირანულ COV Iran Barakat-ის ვაქცინებს .

ამჟამად ირანში აცრილია 29, 152, 527 ადამიანი, აქედან 19, 467, 858 -მა მიიღო კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზა, ხოლო 9, 684, 669 - ორი დოზითაა აცრილი.

0
54
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0