ქალი და მამაკაცი მხოლოდ იმის გამო ვიცხოვრობ რომ შენზე ვილოცო- რას წერს 20 წლის ორსული მეუღლეზე, რომელიც მამის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს 2021, 5 სექტემბერი, 16:45 30 აგვისტოს ზესტაფონში 32 წლის კაცი მამის საფლავზე ნახეს გარდაცვლილი. ის ირაკლი ღიბრაძეა.იქვე ახალგაზრდა მამაკაცის გვერდით ცეცხლსასროლი იარაღიც ეგდო. არსებობს ეჭვი, რომ მან თავი მოიკლა, თუმცა ირაკლი ღიბრაძის ახლობლებს და ნათესავებს არ სჯერათ ამ ვერსიის.
როგორც ამბობენ, ახალგაზრდა კაცს 300.000 ჰქონდა ვალი, საიდან მხოლოდ 100.000-ის გასტუმრება მოახერხა, რის გამოც ის შესაძლოა მოკლეს.მამაკაცს დარჩა 20 წლის ორსული ცოლი, რამდენიმე დღის წინ ბავშვის სქესის დადგენა მათ საზეიმოდ აღნიშნეს, წყვილი გოგოს ელოდებოდა. 20 წლის ქვრივმა რამდენიმე სულისშემძვრელი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში: "სამუდამოდ არ გემშვიდობები ჩემო სიყვარულო, რადგან მჯერა იმ სამყაროში შევხვდებით ერთმანეთს მანამდე კი მხოლოდ იმის გამო ვიცხოვრებ რომ შენზე ვილოცო და ჩვენი პატარა ისე გავზარდო როგორც შენ გინდოდა" "სულ ვამაყობდი და თავაწეული დავდიოდი მე შენითყველგან სადაც მივდიოდი შენზე კარგის მეტს არაფერს ამბობდნენ და ზუსტად ამან შემაყვარა შენი თავი ასე ძლიერად არც კი ვიცი შენნაირი ადამიანები თუ არსებობენ შენ ყველასგან გამორჩეული იყავი მეც და ჩვენი პატარაც ყოველთვის ვიამაყებთ შენითშენს ბოლო სურვილს აუცილებლად შევასრულებ ეკლესიაში პატარაობიდანვე ვატარებ და მე კი მხოლოდ შენზე ლოცვაში გავატარებ დარჩენილ წლებსამას გპირდები ჩემო უსაზღვრო სიყვარულო" მე შენით ვიყავი ძლიერი ჩემო სიყვარულოშენ იყავი ჩემი საყრდენი შენ იყავი ჩემი ძალაარაფრის არ მეშინოდა როცა შენ მყავდი, რადგან ზუსტად ვიცოდი ჩემგამო ყველაფერს გააკეთებდიშენი ჩახუტება ყველაზე მეტად მაბედნიერებდაასეთი უსუსური არასდროს არვყოფილვარ ახლა რომვარ მეშინია ძალიან მეშინია იმ დღეების რაც მელოდებასად გნახო მონატრება ჭკუიდან რომ გადამიყვანსმე შენგარეშე ცხოვრება როგორ უნდა შევძლო სულ მეუბნებოდი ცხოვრება რთულია მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ ეს სირთულე შენ არიგრძნოოშენ სიტყვას ყოველთვის ასრულებდი და ამან შეგიწირა ბოლოს და რატომ ეს სიტყვა არშემისრულე რატომ დამიკარგე ცხოვრების ხალისიყველა სირთულეს გავუძლებდი მე შენთან ერთად მაგრამ შენგარეშე რამეშველებარატომ წამართვი ის ბედნიერება რასაც შენგან ვიღებდი რატოომ 449 2-ს მოსწონს
|