x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შენი მუქარები გეიკეთე უკან… გელოდები სადაც გინდა და რაფრაც გინდა!" - ვის მიმართავს ზაზა სარალიძე

image


ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქართველოს პრემიერ - მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საჯაროდ მიმართავს და მოუწოდებს მისთვის ადამიანების მიგზავნას საბოლოოდ შეეშვას. შვილმოკლული მამა მზადყოფნას გამოთქვამს მთავრობის მეთაურს ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს და მას პირადადად აუხსნას თუ რა დანაშაული მიუძღვის: "ირაკლი ღარიბაშვილო, შენი დამქაშების და შენი მიმდევრების მუქარები გეიკეთე უკან, ეგეც შენი ვითომ ვაჟკაცობა. იმდენად ხარ და ხართ გადავარდნილი პოლიტიკურ ჭაობში, რომ თვალებიც კი დაგიბნელდა გონებასთან ერთად. ახლა ბოლოჯერ გეუბნები, თუ გაინტერესებს რა დააშავე, ვიღაცეების მოგზანას გეეშვი და პირადად გეტყვი სადაც გინდა და რა ფორმატშიც გინდა, რა თქმა უნდა ამისი ტ…კი თუ გაქ, რაც არა მგონია!!! შენ არც სიცოცხლის ფასი გცოდნია და სიკვდილის ფასი მითუმეტეს არ გცოდნია! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გახარია ადამიანი ყოფილა შენგან განსხვავებით. გელოდები სადაც გინდა და რაფრაც გინდა!", - წერს ზაზა სარალიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.



0
712
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
712