x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ამ ადამიანებმა თავის თავზე საშიში ექსპერიმენტები ჩაატარეს, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცეს

image


ეს ადამიანები ნამდვილი შეშლილები არიან, ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით. ისინი ექსპერიმენტებს თავის თავზე ატარებდნენ და მათი თავგანწირვა გასაოცარია. გაგაცნობთ ამ ადამიანებს, რომელთა ცდებიც არც ისე ფართოდ არის ცნობილი.


ბარი მარშალი-ექიმი, რომელმაც თავის თავი დააინფიცირა


image


1982 წლამდე ითვლებოდა, რომ გასტრიტს და კუჭის წყლულს, სტრესი და ცუდი კვება იწვევს. მაგრამ ბარი მარშალი დარწმუნებული იყო, რომ მიზეზი Helicobacter pylori-ის ბაქტერიაა. კოლეგები მას მხოლოდ დასცინოდნენ. თავისი სიმართლე რომ დაემტკიცებინა, მეცნიერმა ბაქტერიის შემცველი ხსნარი დალია. ერთი კვირის შემდეგ მას გასტრიტის სიმპტომები გამოუვლინდა-ჭრა მუცელში და ღებინება, რომელსაც ანტიბიოტიკების საშუალებით გაუმკლავდა. ამ აღმოჩენის წყალობით ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება უმკურნალოთ კუჭის წყლულს, მარშალმა კი ნობელის პრემია მიიღო.


რობ რეინხარდი-მომავლის სასმელის შემქმნელი


image


დედამიწაზე შიმშილის პრობლემა რომ გადაეწყვიტა, რობ რეინხარდმა სასმელი სოილენტი შექმნა. მან განაცხადა, რომ ამ პროდუქტს შეუძლია ჩაანაცვლოს საკვები, რამდენადაც შეიცავს ადამიანისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას. ამის დასამტკიცებლად, ის და კიდევ რამდენიმე ადამიანი ერთ თვეზე მეტი სოილენტით იკვებებოდნენ. შედეგად, მათ ბევრი თავისუფალი დრო გაუჩნდათ და ჯანმრთელობაც კი გაიუმჯობესეს. მაგრამ ასეთი დიეტა ძალიან მომაბეზრებელი აღმოჩნდა. მედიკოსები კი გვაფრთხილებენ, რომ თხევადი საკვების გამუდმებული მიღება სახიფათოა. თუმცა გაირკვა, რომ სოილენტის დროდადრო მიღება ძალიანაც სასარგებლოა.


ვერნერ ფორსმანი-ყველაზე გაბედული ქირურგი


image


1926 წელს, ქირურგი ვერნერ ფორსმანი მიხვდა, რომ კიდურის ვენიდან გრძელი კათეტერის შეყვანა შეიძლება პირდაპირ გულში. ჰიპოთეზა სიგიჟედ ჩათვალეს და შემოწმების უფლება არ მისცეს. მაშინ ფორსმანმა, არავის გააგებინა, გაიჭრა ხელი, ვენაში შეიყვანა ნემსი ნახევარმეტრიანი მილითურთ და დაიწყო მისი მოძრაობა გულის მიმართულებით. მისი ასისტენტი შეშინდა და გაიქცა, მაგრამ საბედნიეროდ ფორსმანს ყველაფერი გამოუვიდა. მან გადაიღო რენდგენიც, თუმცა კოლეგებმა იფიქრეს, რომ ეს ფოკუსი იყო და დასცინეს. ფორსმანს გული აუცრუვდა და ექსპერიმენტები მიატოვა. 30 წლის შემდეგ ქირურგი ნობელის პრემიამ იპოვა, ჩვენ კი შეგვიძლია შევხედოთ, თუ როგორ მუშაობს გული და ტრომბები მოვაცილოთ.


ადამიანი ნიკით n3glv, რომელიც შავკანიანი გახდა



image


ეს ექსპერიმენტი ჩაატარა ინტერნეტის ჩვეულებრივმა მომხმარებელმა. იგი იკეთებდა მელატონინ II რუჯის აქტივატორს, რომელიც შავ ბაზარზე იყიდება. მას სახიფათო გვერდითი მოვლენები ჰქონდა: გულისრევა, გულის პრობლემები და ლაქები კანზე. დოზა რომ მოემატებინა, თირკმელების უკმარისობასაც მიიღებდა. მანამდე საკმაოდ ბევრი მსურველი იყო "უსაფრთხო" და სწრაფი რუჯის მიღებისა, მაგრამ ახლა მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.


ნათანიელ კლეიტმანი–ძილის შესახებ მეცნიერების მამა


image


მეცნიერი ატარებდა ექსპერიმენტებს ძილზე და ხშირად თვითონ იყო გამოსაცდელი ობიექტი. მას არ ეძინა 190 საათი, იმისთვის, რომ დაეფიქსირებინა, რა ცვლილებები მოხდებოდა ორგანიზმში. კლეიტმანი თავის მეწყვილესთან ერთად 33 დღე ცხოვრობდა გამოქვაბულში საათისა და დღის სინათლის გარეშე, რათა გაეგო, როგორი იქნებოდა ადამიანის ძილისა და სიფხიზლის რითმები გარე სამყაროდან მიღებული სიგნალების გარეშე. მისი ექსპერიმენტების შედეგად, ჩვენ დღეს ვიცით ძილის ნელი და ჩქარი ფაზების შესახებ.


კევინ უორიკი – ერთ-ერთი პირველი კიბორგი


image


1998 წელს, მან კანქვეშ შეიყვანა ჩიპი, რომელიც სინათლის ანთებას და ჩაქრობას უზრუნველყოფდა. 5 წლის შემდეგ კი უორიკმა, თავისი ნერვული სისტემა დაუკავშირა ელექტროხელს, რომელსაც მისი საკუთარი ხელის მოძრაობის გამეორება შეეძლო. კევინი ოცნებობს შექმნას ტექნოლოგია, რომელიც ინვალიდებს მოძრაობის საშუალებას მისცემს, ადამიანებს კი-ტელეპათიის დონეზე ურთიერთობის შესაძლებლობას.


ალბერტ ხოფმანი-LSD მამა


image


ქიმიკოსმა ალბერტ ხოფმანმა, შემთხვევით აღმოაჩინა LSD ფსიქოლოგიური ზემოქმედება და გადაწყვიტა უკეთ გამოეკვლია. მან მიიღო ნარკოტიკი და სახლში ველოსიპედით გაეშურა. იგი წერდა რომ ქუჩა მისთვის გადაიქცა სალვადორ დალის სურათად, შენობები კი გაცოცხლდა. მეცნიერი შეშინდა და როცა სახლამდე მიაღწია, მაშინვე ექიმი გამოიძახა. შედეგად, მან გაიგო, რომ ეს ნივთიერება ძლიერი საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს. შემდგომი ექსპერიმენტები მან უკვე კოლეგებთან ერთად განაგრძო.


ჯონ სტეპი-ყველაზე სწრაფი ადამიანი დედამიწაზე


image


50-იან წლებში, სამყარომ ჯერ კიდევ არ იცოდა, რამდენი მაქსიმალური დატვირთვის გაძლება შეუძლია ადამიანს, სანამ არ გამოჩნდა სამხედრო ექიმი ჯონ სტეპი. იგი თავის თავზე ატარებდა შემდეგ ექსპერიმენტს: რაკეტის მოწყობილობაზე სიჩქარეს კრეფდა და შემდეგ მკვეთრად ჩერდებოდა, რაც შეიძლება შევადაროთ იმას, რასაც ადამიანები გრძნობენ 100 კმ/სთ სიჩქარის საავტომობილო ავარიის დროს. მან გაუძლო სიჩქარეს 1000 კმ/სთ და დატვირთვას 48 g. თუმცა ითვლებოდა, რომ ადამიანი დაიღუპებოდა 18 g. შემთხვევაში. სტეპს თვალები ორბიტებიდან გადმოცვენაზე ჰქონდა და რამდენიმე ნეკნი გატეხილი, მაგრამ მისი წყალობით დღეს ინჟინრები უფრო უსაფრთხო თვითმფრინავებს ქმნიან, ყველა ავტომობილში კი უსაფრთხოების ღვედებია.


პოლ კარასონი-ადამიანი რომელიც გალურჯდა


image


პოლ კარასონი, ზემოთ ხსენებულ ადამიანებისგან განსხვავებით ერთადერთია, ვინც ექსპერიმენტი თავის თავზე შემთხვევით ჩაიტარა. თუმცა მაინც სასარგებლო საქმე გააკეთა, რადგან დამტკიცდა, რომ თვითმკურნალობა არ შეიძლება.

პოლი დერმატიტისგან იტანჯებოდა და დიდი რაოდენობით ვერცხლის ანტიბაქტერიულ პრეპარატებს ღებულობდა. მან არ იცოდა, რომ ვერცხლი ორგანიზმში ილექება და შეიძლება სამარადისოდ შეუცვალოს კანს ფერი მოცისფრო-იასამნისფრად. კარასონი გალურჯდა, და მას ასე ცხოვრება მოუწია. საბედნიეროდ გამოჩნდა ქალბატონი, რომელმაც იგი ასეთი შეიყვარა. პოლი 2013 წელს გარდაიცვალა, მაგრამ არა არგიროზისგან (სწორედ ასე ეწოდება მის ავადმყოფობას).


image






ეს საინტერესოა:






დუბაი-ოქროს ქალაქი

image


ექვსი საოცარი ფაქტი სხვადასხვა სფეროდან

image


წარსულის უცნაური და სასაცილო სამედიცინო პროცედურები


image


მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა

image


რა მეთოდებს იყენებდნენ შორეულ წარსულში არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად

image


პლასტიკური ქირურგიის პირველი პაციენტები

image


ადამიანის სხეულის რომელ ნაწილს შეუძლია რეგენერაცია (თვითაღდგენა)

image


ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით

image


11 რამ, რომელთა შესახებ ბევრს გაუგია, თუმცა ცოტას თუ უნახავს (+ვიდეო)

image







0
1514
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1514