სხვა რატომ ატარებენ მუდმივად ახალგაზრდა და ჯანმრთელი იაპონელი ქალები საფენებს? პასუხი მართლაც გაგაოგნებთ! 2021, 1 სექტემბერი, 15:24 რატომ ატარებენ ახალგაზრდა და ჯანმრთელი იაპონელი ქალები საფენებს?წარმოგიდგენიათ ახალგაზრდა და სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც თავისი ნებით მუდმივად ჰიგიენურ საფენს ატარებდეს? ალბათ, ფიქრობთ რომ ეს ყოველივე სისულელეა... მაგრამ იაპონელები ამას ნამდვილად აკეთებენ და თან ძირითადად ისეთი სექსუალური გოგონები, რომელთა ფოტოსურათებიც მამაკაცებში აღფრთოვანებას თუ არა, მინიმუმ ინტერესსა და სიმპათიას მაინც იწვევენ. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, იაპონელი ლამაზმანების უმეტესობამ ქვედა საცვალი უკვე დიდი ხანია რაც საფენებზე გაცვალა, რომელზე მოთხოვნაც ქვეყანაში ყოველდღიურად სულ უფრო იზრდება. რატომ? მოდით, ერთად გავარკვიოთ.საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იაპონია - წარმოუდგენლად უცნაური ადგილია, სადაც ისეთი რაღაცეები ხდება, რაც ყველაში გაუგებრობასა და უმნიშვნელო შოკს იწვევს. ალბათ, ფიქრობთ რომ იაპონელებს ჩვენი გაკვირვება აღარაფრით შეუძლიათ, მაგრამ მწარეთ ცდებით...! როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივმა გოგონებმა დიდი ხანია სტანდარტული საცვლები ზრდასრულთათვის განკუთვნილი საფენებით შეცვალეს, და არა სამედიცინო თვალსაზრისით.გამოდის, რომ ახალგაზრდა და ჯანმრთელი გოგონები ასეთ მსხვერპლზე დროის დაზოგვის მიზნით მიდიან! ყველამ იცის, რომ იაპონიაში მუშაობის კულტი არსებობს. ქვეყნის შრომისმოყვარე მაცხოვრებლებს რაიმე საქმის კეთების გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენიათ, მაშინაც კი, თუკი დღის ბოლოს, ღონემიხდილებს შუა ქუჩაში ეძინებათ ან ალკოჰოლს გიჟებივით ეტანებიან, რათა მძიმე სამუშაო დღის ბოლოს ცოტათი მაინც მოდუნდნენ და განიტვირთონ.იაპონიაში პრესტიჟული სამსახურის მისაღებად სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლა მიდის. კონკურენციის დონე იმდენად მაღალია, რომ ბევრი იაპონელი პირად ცხოვრებაზე საერთოდ უარს ამბობს და მთელ თავის დროს პროფესიას უთმობს. ქალებისთვის კარიერის აწყობა უფრო რთულია ვიდრე მამაკაცებისთვის, ამიტომ მათ განსაკუთრებული ძალისხმევის გამოჩენა უწევთ დაკავებული ადგილის შესანარჩუნებლად რომ აღარაფერი ვთქვათ, კარიერულ კიბეზე ასვლაზე. დროს კი მოგეხსენებათ უკან ვერ დააბრუნებთ. ამიტომ, იაპონელი ქალები ყოველ წუთს აფასებენ და პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარ ოფისებს ფაქტიურად წამითაც არ ტოვებენ მაშინაც კი, თუ მათ ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საპირფარეშოში გასვლა სურთ..ასეთ პირობებში, ტუალეტში გასვლა ფუფუნებაა, ამტკიცებენ "ამომავალი მზის" მკვიდრნი. დიდი ხნის წინ, მათ ისეთი სასწაული გამოგონება აღმოაჩინეს, როგორიც მოზრდილთა საფენებია. მათი წყალობით, ქალებს შეუძლიათ თავიანთი ბუნებრივი მოთხოვნილებები ისე დაიკმაყოფლონ რომ საქმის კეთებას წუთითაც არ მოწყდნენ. ამ პრივილეგიებს მამაკაცებიც იყენებენ, თუმცა საკმაოდ იშვიათად ბუნებრივი უხერხულობის გამო. ახლა უკვე აფთიაქებში ქალებისა და მამაკაცებისთვის სპეციალური საფენები გამოჩნდა, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ ამ უკანასკნელის პოპულარობა მალე კიდევ უფრო გაიზარდოს. ტოკიოს უძრავი ქონების სააგენტოს თანამშრომლის, 25 წლის კაორი ადაჩის თქმით, სამსახურში წლის განმავლობაში საფენებს ის რეგულარულად ატარებს და უკვე იმდენად მიეჩვია, რომ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სხვაგვარად უკვე ვეღარც კი წარმოუდგენია.კიდევ ერთმა გოგონამ აღიარა, რომ ჰიგიენის საფენს სამსახურის მიღმაც ისიც ასევე წარმატებით იყენებს, და როგორც გაირკვა მარტო ის არა. ბევრი იაპონელი ქალი საფენებს წვეულებებზეც კი ატარებს, რათა სრულფასოვანი დასვენება შეძლონ და, ისევ და ისევ, საპირფარეშოში გასვლით დრო არ დაკარგონ.ამ ყოველივეს ახსნა რაღაცნაირად კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ის ფაქტი, რომ იაპონელი გოგონები და ბიჭები სამსახურში ჰიგიენური საფენებით დადიან, მართლაც რომ ნამდვილი სიველურეა.2372 1-ს მოსწონს |