x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 ცნობილი ადამიანი, რომლებიც ერთ დროს ეკრანისთვის ზედმეტად შეუხედავებად შერაცხეს


დაუჯერებელია, მაგრამ ამ ადამიანების დანახვა ეკრანებზე თავიანთი კარიერის დასაწყისში არავის უნდოდა:

1. ჯენიფერ ლოურენსი

“შიმშილის თამაშები"-ს დაანონსების დროს, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ლოურენსის როლზე დამტკიცებას, მას ხომ შიმშილი არ ეტყობოდა და ჰოლივუდის სტანდარტებსაც არ შეესაბამებოდა. დღეს ჯენიფერ ლოურენსი ჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობია და მასთან მუშაობაზე ყველა ოცნებობს.image


2. ბენედიქტ ქამბერბეჩი

ცნობილი “შერლოკი"-ს პირველი სერია 2010 წელს გამოვიდა. პრემიერამდე ყველა აღშფოთებული იყო იმით, რომ რეჟისორები “სექსუალურ შერლოკს" დაჰპირდნენ, შედეგად კი რაღაც “გაუგებრობა" მიიღეს. თუმცა, ბენედიქტი შერლოკის როლში იმდენად შარმიანი აღმოჩნდა, რომ თავიანთი უკმაყოფილების შესახებ მალევე დაივიწყეს.image

3. მერილ სტრიპი

მერილი 27 წლის იყო, როდესაც კინგ-კონგის ქასთინგზე მივიდა. ფილმის პროდიუსერმა იმ დროს ნაკლებად ცნობილი მსახიობის თვალწინ კოლეგებთან იტალიურ ენაზე თქვა “რატომ მოიყვანეთ ეს მახინჯი?" მერილმა კი ასევე იტალიურად უპასუხა: “ვწუხვარ, რომ იმედი გაგიცრუეთ" და წავიდა. დღეს მერილ სტრიპი ყველასთვის ეტალონია, ოსკარზე კი მას 20 ნომინაცია აქვს.image

4. ჯესიკა ჩესტეინი

კარიერის დასაწყისში მსახიობს უბრალოდ არ აღიარებდნენ მისი ბუნებრივი წითური თმის გამო. იმასაც სთხოვდნენ, თმა ქერად შეეღება სხვებს რომ დამსგავსებოდა. დღეს მსახიობი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ჰოლივუდში, წითური თმა კი მისი სავიზიტო ბარათი გახდა.image

5. კეშა

ამერიკელი მომღერალი უკვე საკმაოდ ცნობილი იყო, როდესაც მენეჯერმა აიძულა დიეტების დაცვა და გახდომა. შედეგად გოგონამ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მიიღო. დღეს ის კარიერას ისევ აგრძელებს, თუმცა ამჯერად ყოველგვარი მითითებების და შეზღუდვების გარეშე.image

6. კრისი ტაიგენი

გოგონაც არ შეესაბამებოდა სამოდელო სტანდარტებს ფორმების გამო. როდესაც მას Forever 21-ის ფოტოსესია ჰქონდა, გადაღებების პროდიუსერმა მის სამოდელო სააგენტოს მისწერა, რომ მოდელი ზედმეტად მსუქანი იყო. შედეგად ტაიგენი სააგენტოდან გაათავისუფლეს.image

7. ტაირა ბენკსი

ცნობილი მოდელი 2006 წელს გააკრიტიკეს და საცურაო კოსტიუმების შოუდან გაათავისუფლეს “არაიდეალური ფორმების გამო". საპასუხოდ ქალმა პირდაპირ ეთერში ჩაიცვა სწორედ ის საცურაო კოსტიუმი, რაც შოუზე უნდა სცმოდა და კრიტიკოსებს მოუწოდა მის “არაიდეალურ ფორმებზე ეკოცნათ". ტაირას ეს გამოსვლა ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილად იქცა.image

8. ლია მიშელი

ახალგაზრდა მსახიობი და მომღერალი 13 წლის იყო როდესაც ქასთინგზე უთხრეს, რომ ის შემდეგ ეტაპზე გადიოდა, ხოლო მისი ცხვირი კი არა. ყველაფრის მიუხედავად გოგონამ ცხვირის ოპერაცია არ გაიკეთა და არც შეცდა. image

9. ფინქი

მომღერალი ცნობილი გახდა არა მხოლოდ თავისი შემოქმედებით, არამედ გარეგნნობითაც. საზოგადოება მუდამ აკრიტიკებდა მას ზედმეტად ბიჭური იმიჯის გამო და ამბობდნენ, რომ მისი ადგილი ჟურნალების გარეკანზე და ეკრანებზე არ იყო.image

10. ტეილორ ლოტნერი

მსახიობის დამტკიცება ჯეიკობის როლზე ცნობილ ბინდის საგაში არ სურდათ, რადგან ზედმეტად “გამხდარი" იყო.image








0
756
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
756
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0