x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134538
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
აზრებისა და ემოციების ჩახშობა
პოზიტიური ემოციები=მენტალური ჯანმრთელობა
რთულია ვისაუბროთ ემოციების მართვაზე, როცა ძალიან ბევრი წყარო მიგვითითებს იმის შესახებ, რომ ადამიანი ხშირად ვერ მართავს თავის ემოციებს. როცა ცუდ ხასითზე ვართ რაიმე მიზეზის გამო, სოციუმში ვცდილობთ დავარეგულიროთ ჩვენი ემოცია და შევეცადოთ ხალისიანები ვიყოთ. ამისთვის რა თქმა უნდა, საჭიროა თავდაპირველად საკუთარი თავის კონტროლი და შემდგომ ან ემოციების ჩახშობა, ან უარყოფითი პირობების ხელახალი ინტერპრეტაცია. მოცემული ქცევასაც მხოლოდ იმისთის ვიყენებთ, რომ სოციალურად მიღებულნი ვიყოთ.არავინ გაიგოს, მიზეზი და თვითინ ცუდი ხასიათის არსებობა.

ემოციებისა და ფიქრების ჩახშობისას, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ გავაქრობთ გრძნობებს, მაგრამ ნაწილობრივ ჩვენ ვცდილობთ ყურადღების გადატანას, ამავდროულად ინდივიდისთვის საჭიროა იმის კონტროლი, რომ ეს ემოცია არ გამოიხატოს, ამიტომ ჩვენდაუნებურად მაინც ვფიქრობთ იმ ემოციაზე, რომლის ჩახშობაც გვინდა. მაგალითად ცუდ ხასიათზე ვართ და გვინდა ტირილი, ჩვენ იმდენად ვცდილობთ ეს არ გავაკეთოთ, ვუყურებთ ცას, გადაგავქვს ყურადღება სხვებზე, თუმცა გონებაში მაინც ვფიქრობთ - „ არ ვიტირო, არ ვიტირო!“ ამიტომ ჩვენ მაინც ვფიქრობთ ჩასახშობ ემოციაზე. კვლევები აჩვენებს, რომ ინდივიდისთვის რთულ პერიოდში ემოციების ჩახშობა შეიძლება იქცეს ქრონიკული საშუალება უარყოფით სიტუაციებთან მორგებისას, რაც რა თქმა უნდა, მოქმედებს როგორც ფსიქიკაზე, ასევე ძალიან ქრონიკულ შემთხევევბში მთელ ორგანიზმზე, ადამიანს უქრება შიმშილის გრძნობაც კი რაც უარყოფითად მოქმედებს მის იმუნურ სისტემაზე. მაგალითები მიგვითითებს, რომ ემოციების ჩახშობა საკმაოდ რთული პროცესია და დიდი ძალისხმევას, ემოციურ სიმტკიცეს მოითხოვს.

მეორე გზა ემოციების კონტროლის არის სიტუაციის ხელახალი შეფასება. მოცემული გზა შედარებით უფრო უსაფრთხოა ადამიანისთვის, ვიდრე ემოციების ჩახშობა. როცა, ჩვენ სიტუაციას ხელახლა შევაფასებთ, შეიძლება უფრო მეტი აპექტი - უარყოფითთან ერთად დადებითიც დავინახოთ, მითუმეტეს ახალი და პოზიტიური შემართების შემთხვევაში ინდივიდი მეტად კმაყოფილი იქნება, ვიდრე ემოციების ჩახშობის მცდელობისას.

ემოციების ჩახშობა.


გასათვალისწინებელია ისეთი ცნება, როგორიცაა აფექტური წინასწარმეტყველება. რაც ხნის იმას, თუ როგორ ვიყენებთ ემოციებს გადაწყვეტილების მისაღებად მომავალში. რეალურად ადამიანი ემოციურად არა არის იმდენად მტკიცე რამდენადაც ეს მას ჰგონია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენი ემოციური რეაქციები ყოველთვის უფრო ინტენსიური და მეტად ხანგრძლივი იქნება, ვიდრე ეს რეალურად არის. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ მშვიდად და გაწონასწორებულად ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებშიც კი, თუმცა რამდენად შესაძლებელია ეს? ავიღოთ კამათის მაგალითი, როცა ჩვენ ვცდილობთ ვაკონტროლოთ ჩვენი ემოცია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ავყვეთ კამთს, თუმცა საკმარისია ოდნავ ვერ მოვთოკოთ ჩვენი ემოცია და თავს იჩენს აფექტი, რომელიც ჩვენი ძალისხმევის გარეშე გვაკონტროლებს ჩვენ, ჩვენს ემოციებს და ქცევებსაც კი.

გამომდინარე ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან, მნიშვნელოვანია სწორად მოვახდინოთ ემოციებისა და აზრების კონტროლი, რადგან ჩვენი ქცევა და მენტალური ჯანმრთელობა უშუალოდ არის მასზე დამოკიდბეული.


0
58
შეფასება არ არის
ავტორი:ინა დავითაძე
ინა დავითაძე
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0