x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყალბი კოვიდპასპორტები-ფაიზერი 350 ევროდ,სინოფარმი 400 ლარად,სუსმა თაღლითები დააკავა
image

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შემდეგაც თბილისში ყალბი კოვიდ პასპორტების დამზადებისა და გაცემის ფაქტზე შვიდი პირი დააკავა.


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს. დაკავებული ძირითადად ქალები არიან.


გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღდეგო ფაიზერის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო სინოფარმის ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.



გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.


გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.


1
264
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
264
  
2021, 31 აგვისტო, 16:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1