რელიგია კრასნოდარში ყიდიან მართლმადიდებელ კატას,რომელსაც ავი სულის განდევნა შეუძლია 2021, 30 აგვისტო, 16:34 დიასახლისის თქმით, ფუმფულას მრავალ უპირატესობას შორის არის ექსკლუზიურად ფეისკონტროლიც - ის მხოლოდ მორწმუნეებს უშვებს სახლში. კრასნოდარის მაცხოვრებლებს აქვთ იშვიათი შესაძლებლობა შეიძინონ მართლმადიდებელი კატა. აგვისტოს დასაწყისში დიასახლისმა, სახელად დარინამ გასაყიდად გამოფინა თავისი ერთგული მეგობარი, რომელიც აოცებს ადამიანებს თავისი რელიგიური რწმენით. პატრონი ამბობს, რომ კატა მეინ კუნის ჯიშისაა (რომელიც არ ჰგავს სიმართლეს), იცავს ყველა მარხვას და მხოლოდ მორწმუნეებს უშვებს სახლში, წერს "Блокнот Краснодар"-ი. ფუმფულას სარგებელი არ შეიძლება უარყო, რადგან მას სძინავს მხოლოდ გადაჯვარედინებული თათებით, რითაც განდევნის ბოროტ სულებს პატრონისგან და სახლიდან. მართლმადიდებელი კატა კარგად ეგუება დადებითი ხასიათის კატებს(ამის გარჩევაც შეძლებია) და უყვარს ბავშვები... და ასეთი "უდავოდ მომგებიან" შენაძენში მომავალ პატრონს მოუწევს გადაიხადოს 13 მილიონი რუბლი, ანუ 150 000 აშშ$ თუმცა ჩვეულებრივ მეინ კუნის კნუტების ფასი იწყება ათი ათასიდან. მაგრამ კატის ექსკლუზიურად მტკიცე რელიგიური მრწამსისთვის მოგიწევთ დამატებით გადახდა. "მასთან შეხვედრის შემდეგ თქვენი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყოფა-მანამდე და შემდეგ"-ამტკიცებს კატის პატრონი დარინა. შემთხვევით ხომ არ შეიძენდით? 165 3-ს მოსწონს
|